„Fast and Furious“-ის გადაღებების გამო 14 სექტემბერს თავისუფლების მოედნიდან ბარათაშვილის ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

15:00 09-13-2019
58

„Fast and Furious“-ის ეპიზოდების გადაღებიდან გამომდინარე,  14 სექტემბრის 00:00 საათიდან 15 სექტემბრის 00:00 საათამდე თავისუფლების მოედანი, პუშკინისა და ბარათაშვილის ქუჩები („კონკამდე“) ტრანსპორტისა და ქვეითებისთვის დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. დამატებით, 00:00-დან 12:00-მდე მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მონაკვეთზეც ლაღიძის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე.

უწყების ცნობით, 14 სექტემბერს სატრანსპორტო მოძრაობა შემდეგნაირად განისაზღვრა:

კოტე აფხაზის ქუჩიდან სოლოლაკისა და მთაწმინდისკენ გადაადგილების მიზნით, შალვა დადიანისა და ივანე მაჩაბლის ქუჩებზე ტრანსპორტის მოძრაობის მიმართულებები ნაწილობრივ შეიცვლება. ტრანსპორტი აფხაზის ქუჩიდან იაშვილისა და ინგოროყვას ქუჩებისკენ დადიანის, ლერმონტოვის, მაჩაბლისა და ლეონიძის ქუჩების გავლით იმოძრავებს.

ტრანსპორტი რუსთაველის გამზირიდან ავლაბარსა და ორთაჭალაში მტკვრის მარჯვენა სანაპიროდან მოხვდება, რომელსაც მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩით, ხოლო 12:00 საათის შემდგომ, ჭანტურიას და ვირსალაძის ქუჩებითაც დაუკავშირდება.

მელიქიშვილის ქუჩიდან სოლოლაკის მიმართულებით, როგორც კერძო ტრანსპორტისთვის, ასევე, მიკროავტობუსებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ჭოველიძის, ბარნოვის, კაკაბაძისა და ჭონქაძის ქუჩების გავლით.

დროებით შეიცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტებიც. 06:00-დან 12:00 საათამდე, რუსთაველის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩისკენ მოძრავი ავტობუსები: #6, N14, N33, N42, N52, N58, N87, N88 და N150, ასევე მიკროავტობუსები ჯავახიშვილის ქუჩიდან მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე ჩაუხვევენ და ბარათაშვილის პანდუსის მეშვეობით უკუმიმართულებით მობრუნდებიან. 12:00 საათის შემდგომ კი ისინი რუსთაველის გამზირს გაივლიან და მოძრაობას მეტროსადგურთავისუფლების მოედანთანდაასრულებენ.

ანალოგიურად, 06:00-დან 12:00 საათამდე რუსთაველის გამზირიდან ავლაბრისა და ორთაჭალისკენ მოძრავი ავტობუსები: #31, N37 და 46 და მიკროავტობუსები გაივლიან ჯავახიშვილის ქუჩასა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს. ხოლო, 12:00 საათის შემდგომ N31 და N37 ავტობუსები მეტროსადგურთავისუფლების მოედანთანმობრუნდებიან, ჩაუხვევენ ჭანტურიას ქუჩაზე, გაივლიან ვირსალაძის ქუჩას და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, რის შემდეგაც, დადგენილი სქემებით განაგრძობენ მოძრაობას. უკუმიმართულებით ისინი კოსტავას ქუჩას მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გავლით დაუკავშირდებიან. N46 ავტობუსი კი, მოძრაობას მეტროსადგურთავისუფლების მოედანთანდაასრულებს.

ქეთევან დედოფლის გამზირიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი ავტობუსების N2, N25, N39 და N43, ასევე მიკროავტობუსების ბოლო გაჩერებად მეტროსადგურიავლაბარიგანისაზღვრება.

ორთაჭალის გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრავი N44, N80 და N102 ავტობუსები ბარათაშვილის ხიდზე გადასვლის შემდეგ, ჩაუხვევენ მარცხნივ, გაივლიან მტკვრის მარჯვენა სანაპიროს და კვლავ ორთაჭალისკენ იმოძრავებენ. N50, N55 და N71 ავტობუსებიც კოტე აფხაზის ქუჩის ნაცვლად, ანალოგიურ მარშრუტს გაივლიან.

კოჯრის გზატკეცილიდან მომავალი ავტობუსები: N4, N10, N90, N103, N106, N112 და N124 მოძრაობას ამაღლების ქუჩის N11-თან დაასრულებენ.