ვიდეოები

1713782289

VIDEO: რა ვითარებაა გერმანიაში, სადაც ძლიერი თოვის გამო პრობლემები შეიქმნა

გერმანიის რეგიონების ნაწილში ძლიერმა თოვამ გზებზე ქაოსი გამოიწვია. ამის შესახებ euronews-ი წერს.გამოცემის ინფორმაციით, ბავარიასა და ჰესეში თოვლის საფარის სისქემ 10 სანტიმეტრს მიაღწია. იქიდან გამომდინარე, რომ მძღოლები უკვე ზაფხულის საბურავებზე არიან გადასულები, გზებზე არაერთი ინციდენტი დაფიქსირდა. ჰესენში ჩამოვარდნილი ხეების გამო რამდენიმე მსხვილი გზა დაიბლოკა. 

დიდთოვლობა გერმანიაში

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

ელჩის მადლობა

პოლიტიკა 1713949955

დანიგანმა სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ გულმოდგინე ძალისხმევისთვის საქართველოს შემოსავლების სამსახურს მადლობა გადაუხადა - აშშ-ის საელჩო

საქართველოს საზღვრის უსაფრთხოების გასაძლიერებლად, საქართველოს შემოსავლების სამსახურს 13 მილიონი დოლარის ღირებულების რენტგენული სკანირების აღჭურვილობა გადავეცით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა რობინ დანიგანმა შემოსავლების სამსახურის უფროს ლევან კაკავასთან ერთად გამოაცხადა.აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, ელჩმა მადლობა გადაუხადა პარტნიორებს საქართველოს შემოსავლების სამსახურში სანქციების არიდების, უკანონო ვაჭრობისა და გავრცელების წინააღმდეგ მათი გულმოდგინე ძალისხმევისთვის.

კახა კალაძე

საზოგადოება 1713948900

„შეეძლებათ, მოიპოვონ 50 000 ლარი“ - კახა კალაძე ინფორმაციას ავრცელებს

„რეგისტრაცია დღეიდან იწყება, ახალგაზრდებს შეეძლებათ, მოიპოვონ 50 000 ლარი“ - ამის შესახებ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა და შეთავაზება წარადგინა.„ეს პროგრამა არის ახალგაზრდებისთვის და მისი ამოქმედება, 2022 წლიდან დავიწყეთ. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ სამეწარმეო, არაკომერციული, იურიდიული პირის მიერ დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნეს მოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას“, - ამბობს კალაძე.ვრცლად ↓

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode  შოურუმს ხსნის

საზოგადოება 1713948871

თიბისი ბანკის პარტნიორი ატელიე La Mode შოურუმს ხსნის

ატელიე “ლა მოდი”, ერთი შეხედვით, კლასიკური მცირე ბიზნესია, მაგრამ ბიზნესად ყოფნა უფრო გვერდითი ეფექტია, ვიდრე მიზანი. “ლა მოდის” დამფუძნებლის, სოფო ჭუმბურიძისთვის მსგავსი ატელიე ბავშვობის ახდენილი ოცნება, მთავარი გატაცება და შემოქმედებითი უნარის გამოვლენის საუკეთესო ასპარეზია. ყველაფერი ერთ ზაფხულს დაიწყო, როცა სოფელში არდადეგებზე ჩასულმა გოგონამ პირველად ნახა საკერავი მანქანა. ამ უჩვეულო ნივთმა ცნობისმოყვარეობა იმდენად გაუღვივა, რომ ძველი მანქანა ააწყო, გამართა და თოჯინას ტანსაცმელი შეუკერა.„ნაყიდი, მზა ტანსაცმელი არასდროს მომწონდა. ჩემი შეხედულების და გემოვნების მიხედვით გადავაკეთებდი ხოლმე. შეიძლება ითქვას, რომ არასდროს მცმია ის, რაც მიყიდეს. როცა წამოვიზარდე, ამ მიმართულებით სწავლა არ მიფიქრია, მაგრამ კერვა ყოველთვის რჩებოდა ჰობიდ. მსიამოვნებდა ქსოვილთან მუშაობა და თავისუფალ დროს ხშირად ამ საქმიანობას ვუთმობდი. მერე დავოჯახდი, შემეძინა შვილი და შთაგონების წყარო უკვე შვილი აღმოჩნდა – დავიწყე ბავშვისთვის კერვა. ტანსაცმელთან ერთად, ლამაზ სათამაშოებსაც ვკერავდი. იმდენად დიდ ბედნიერებას მანიჭებდა ეს პროცესი, რომ გადავწყვიტე, ამ საქმისთვის სერიოზულად მომეკიდა ხელი. მსურდა, გამეკეთებინა პატარა ატელიე. მაშინ ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი მომხმარებელი მეყოლებოდა. როგორც ბიზნესზე საერთოდ არ მიფიქრია. თუმცა, გარკვეულწილად, მომხმარებელსაც ვითვალისწინებდი, რადგან მიყვარს ხალხთან ურთიერთობა“.დიდ დიღომში მდებარე ატელიე, სადაც სოფო ორ მკერავთან ერთად ქმნიდა ტანსაცმელს (თავად ტანსაცმლის მოდელირებას აკეთებდა, გოგონები კი კერავდნენ) 2020 წლის თებერვალში გაიხსნა – ბიზნესისთვის ყველაზე არახელსაყრელ დროს. გახსნიდან მალევე პანდემია დაიწყო და ახალწამოწყებული საქმეც ნაწილობრივ შეჩერდა. თუმცა ამ რთული სიტუაციიდან გამოსავალი მაინც მოიძებნა.„პანდემიისას, როცა ყველაფერი დაიკეტა, 3-4 თვე შინიდან მუშაობა მომიხდა. შევქმენი ჩემი ატელიეს ფეისბუქ-გვერდი, სადაც მოდელებს ვათავსებდი. ამან, ჩემდა გასაკვირად, ძალიან დიდი დაინტერესება გამოიწვია. მაინცდამაინც ფინანსური მოგება არ მამოძრავებდა, უბრალოდ არ შემეძლო, არაფერი მეკეთებინა. ის თვეები ძალიან კარგად ვიმუშავე. საკურიერო კომპანიებთან თანამშრომლობის გამოცდილება ადრეც მქონია, ამ პერიოდში კი ეს თანამშრომლობა უფრო ინტენსიური გახდა. უამრავი ადამიანი დამიკავშირდა, ვისაც ონლაინ სურდა ტანსაცმლის შეძენა|“.იმ თვეებში, დისტანციაზე მომუშავე ატელიე, ძირითადად, სპორტულ ორეულებს ამზადებდა და შეძლებისდაგვარად დაბალ ფასად ყიდდა – მოგება 5-10 პროცენტი თუ იყო. პანდემიის დასრულების და შეზღუდვების მოხსნის შემდეგ „ლა მოდი“ ყველა ტიპის ტანსაცმლის კერვაზე გადავიდა – დღეს აქ იკერება კოსტიუმები, საქორწინო და საღამოს კაბები თუ სპორტული სტილის ტანსაცმელი. ონლაინ მაღაზია დღემდე აქტიურად მუშაობს და უამრავ მომხმარებელს ემსახურება, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში.„საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებში დიდი მოთხოვნაა ქართულ პროდუქციაზე. ტანსაცმელს რაღაც ქართული, სახასიათო ელემენტი უნდა ჰქონდეს – ეროვნული ორნამენტი, ან თუნდაც უბრალოდ ქართული წარწერა. საფრანგეთში, გერმანიასა და ამერიკაში, სადაც ვაგზავნით პროდუქციას, ეს სამოსი დიდ ინტერესს იწვევს“.ბიზნესის წამოწყება და პირველადი ტექნიკის შეძენა პირადი დანაზოგით მოხერხდა, მაგრამ ყოველ 2-3 წელიწადში საჭიროა მანქანების განახლება და მათი ახალი თაობის ტექნიკით ჩანაცვლება, რაც უკვე თიბისი ბანკის დახმარებით მოხდა. თავდაპირველად „ლა მოდში“ 3 საკერავი მანქანა მუშაობდა, დღეს ტექნიკის რაოდენობა გაორმაგებულია. ატელიეში უკვე ხუთი მკერავია დასაქმებული. აქ არა მხოლოდ „ლა მოდის“ ტანსაცმელი იკერება, არამედ სხვა ბრენდებისგან მიღებული შეკვეთებიც სრულდება. გარდა მზა მოდელების შეთავაზებისა, ატელიეში გადაკეთების სერვისიც მუშაობს – „ლა მოდი“ მომხმარებელს სთავაზობს მათ მიერ მაღაზიაში შეძენილ ტანსაცმელში ამა თუ იმ დეტალის შეცვლას და ინდივიდუალურ გემოვნებაზე მორგებას. ამ მომსახურებითაც ბევრი სარგებლობს.ატელიე სულ მალე შოურუმის გახსნას გეგმავს.“შოურუმი აღაშენებელზე იქნება. ამისთვის კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შევარჩიეთ, გვინდოდა, ძველისა და ახლის შერწყმა ყოფილიყო. შოურუმში წარმოდგენილი იქნება კაბები, პიჯაკები და შარვლები და, რა თქმა უნდა, სპორტული ხაზიც. დღეს ძალიან დიდი მოთხოვნაა ქეჟუალ, სპორტული სტილის სამოსზე, რომელშიც ადამიანი უფრო კომფორტულად გრძნობს თავს. ამის საშუალებას კი ჩვენი ტანსაცმელი სრულად იძლევა“.  

წიგნი

მსოფლიო 1713948444

კოლორადოს ბიბლიოთეკაში წიგნი 105 წლის დაგვიანებით დააბრუნეს

კოლორადოს ბიბლიოთეკაში წიგნი 105 წლის დაგვიანებით დააბრუნეს. მისი ისტორია 1919 წლის 13 თებერვლიდან აითვლება, როდესაც მკითხველი ფორტ კოლინზის საჯარო ბიბლიოთეკას ესტუმრა და უოლტერ სკოტის "აივენჰო" გაიტანა. მას შემდეგ საუკუნეზე მეტი გავიდა, მაგრამ წიგნი კუთვნილ ადგილს საბოლოოდ მაინც დაუბრუნდა.„გასულ თვეს ქალმა მოგვაკითხა, რომელიც ჩვენს ბიბლიოთეკაში მანამდე არასდროს ყოფილა. როგორც თქვა, აივენჰო მას ძმამ გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, წიგნი დედის ძველ ნივთებში იპოვა", - ამბობს ბიბლიოთეკის მენეჯერი, ანაკლერ კრამპტონი.უოლტერ სკოტის წიგნის უკანა ყდაზე გატანის თარიღი ჯერ კიდევ ჩანს. ასევე, როგორც დათვალიერებისას აღმოჩნდა, უცნობმა ადამიანმა მისი დაბრუნების თარიღი ბიბლიოთეკას სამჯერ გაახანგრძლივებინა. ამ ეტაპზე მისი ვინაობის დამამტკიცებელი ჩანაწერი არ არსებობს და არც ის დასტურდება, იყო თუ არა იგი ის ადამიანი, რომლის ძველმანებშიც აივენჰო აღმოაჩინეს.დაგვიანების გამო, ზოგადი წესის მიხედვით, მკითხველს ახლა $14 000 უნდა გადაეხადა. თუმცა ბიბლიოთეკამ ჯარიმა გაანულა. როგორც მისი წარმომადგენლები ამბობენ, ყველაზე მნიშვნელოვანი მათთვის სწორედ ისაა, რომ ეს ერთ-ერთი საკმაოდ ადრინდელი გამოცემა კოლორადოს კვლავ დაუბრუნდა.ცნობისთვის, აივენჰო XIX საუკუნის შოტლანდიელი მწერლის, უოლტერ სკოტის ყველაზე ცნობილი რომანია. ის პირველად 1820 წელს გამოიცა. რომანი XII საუკუნის მეორე ნახევრის ინგლისსა და ნორმან დამპყრობელთა მიერ შევიწროებულ საქსონელებზე მოგვითხრობს. 

AMINDI

საზოგადოება 1713948395

ტემპერატურის მატება გაგრძელდება! - მეტეოროლის გაფრთხილება

მეტეოროლოგი, კობა ფარტენაძე, საზოგადოებას ტემპერატურის მატებასთან დაკავშირებით აფრთხილებს!„ტემპერატურის მატება გაგრძელდება! ზოგადი მდგომარეობა - მეტეოროლოგიური შეფასებების მიხედვით; ჰაერის ტემპერატურა, რომელიც სეზონურ ნორმებს აღემატება ჩვენს ქვეყანაში, მატულობს და ხვალ მიაღწევს მაქსიმალურ ზღვარს; ტემპერატურა აღმოსავლეთ საქართველოში სეზონურ ნორმას 3-5 გრადუსით გადააჭარბებს, ხოლო სანაპირო ზოლსა და დასავლეთის დაბლობზე 8-10 გრადუსით მაღალი იქნება.როგორც ვხედავთ ტემპერატურის მკვეთრი მომატება ძირითადად დასავლეთ საქართველოს ეხება!მოსალოდნელი ყველაზე მაღალი ტემპერატურა (C);ბათუმი, ქობულეთი: +34 +36ოზურგეთი ჩოხატაური, ლანჩხუთი : +34 +36სოხუმი, ფოთი, ანაკლია: +33 +35ქუთაისი: +34 +36ზუგდიდი: +35 +37თბილისი: +31 +33თელავი: +28 +30ასევე ტემპერატურა მნიშვნელოვნად მოიმატებს - მთიან და მაღალმთიან ზონაში.გაითვალისწინეთ - მაღალი ტემპერატურის გამო, ჩვენი მოქალაქეები, განსაკუთრებით ქრონიკული დაავადებების მქონე პირები, მოხუცები და ბავშვები, ფრთხილად უნდა იყოთ ღია სივრცეში მზეზე ყოფნისას 12-დან 16 საათამდე, რაც დღის ყველაზე ცხელი საათია.ასევე გეტყვით იმასაც, რომ ზაფხულის სტილის სითბოს ტალღები, რომელთაც შეუძლიათ ადვილად გადააჭარბონ 30°C-ს , განსაკუთრებით აფრიკული ანტიციკლონის მასიური წინსვლის შემთხვევაში, აპრილის ბოლოს არ არის უჩვეულო და მსგავსი სიტუაციის შექმნა არც ისე იშვიათია.მაგალითისთვის; 1957 წლის - 16 აპრილს ბათუმში +38.7 გრადუსი იყო, 1998 წლის 12 აპრილს +36.3, 1970 წელს +36,4/ გისურვებთ დიდებულ და ხალისიან დღეებს“,- წერს კობა ფარტენაძე.