ხელჩაკიდებული „შეყვარებულების“ ჩონჩხები კაცები აღმოჩდნენ

11:04 09-13-2019
155

მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ იტალიის ქალაქ მოდენაში ნაპოვნი ხელჩაკიდებული ჩონჩხები, რომლებსაც „მოდენას შეყვარებულები“ დაარქვეს, სინამდვილეში ორივე მამაკაცი იყო. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს .

ჩონჩხები იტალიაში 2009 წელს იპოვეს და დღემდე ნეშტების სქესის დადგენა პრობლემას წარმოადგენდა, თუმცა ახალი ტექნოლოგიების დახმარებით, მათ შეძლეს ორივე ჩონჩხის სქესის დადგენა. 

მე-4 მე-6 საუკუნეების სიყვარულის ისტორიის შესახებ ჩანაწერები არ მოიპოვება, არსებობს მხოლოდ ფიზიკური მტკიცება იმისა რომ ამ ორ ადამიანს ერთმანეთთან ახლო ურთიერთობა ან ნათესაური კავშირი ჰქონდა.