დათვების მიერ ადამიანებზე თავდასხმის ფაქტები მთელი მსოფლიოს მასშტაბით გაიზარდა - კვლევა

10:43 09-13-2019
107

2000 წლიდან მოყოლებული მეცნიერებმა ასობით შემთხვევა შეისწავლეს, როდესაც გარეულმა ცხოველმა მოკლა ან დააზიანა ადამიანი. 

Scientific Reports-ის, ანგარიშის ცნობით, მურა დათვებმა უფრო ხშირად დაიწყეს ადამიანებზე თავდასხმა. 2000-2015 წლის დადასტურებელი შემთხვევების ანალიზის შემდეგ, მეცნიერებმა 664 ტრაგიკული შემთხვევა დააფიქსირა. 

2000 წელს, მურა დათვი თავს დაესხა 20 ადმიანს, ხოლო 2014 წლისთვის ეს ციფრი 80-მდე გაიზარდა. უმეტესობა შემთხვევა რუმინეთში (131) მოხდა, მეორე ადგილას რუსეთია (111 შემთხვევა). შემდეგ მოდის სლოვაკეთი, შვედეთი და ფინეთი. 

მკვლევარების თქმით, თავდასხმა ძირითადად ხდება ზაფხულში. ძირითადი შემთხვევები ტრაგიკულად სრულდებოდა მდედრ დათვთან შეხვედრის შემდეგ, მაშინ როდესაც დათვს ბელები ჰყავს და ცხოველი ცდილობს ადამიანებისგან მათ დაცვას. 

მეცნიერების თქმით, თავდასხმები მოხშირდა იმის გამო, რომ ადამიანებმა დაიწყეს ტყეში და ქალაქგარეთ სახლების აშენება. ექსპერტების თქმით, უმეტესობა ადამიანები არ არიან მზად იმ  საშიშროებებისთვის, რაც ველურ ბუნებაში არსებობს.