,,ნახატი" რის გამოც მიხეილ კალანდია ციხეშია - ადვოკატმა ჟურნალისტებს საქმის მასალები გააცნო

15:55 09-12-2019
110

ეს არის „ნახატი“ რის გამოც მიხეილ კალანდია ციხეშია. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა ჟურნალისტებთან ისაუბრა და ჟურნალისტებს საქმის მასალები გააცნო.

„ბატონი ზაზას პასუხები ჩემ კითხვებზე იყო სრულაიდ დამაკმაყოფილებელი. მესმის რომ იგი რიგ საკითხებზე ღიზიანდება, თუმცა ესეც გასაგებია.

ეს არის ის ნახატი. რომელიც თითქოს ეჭირა მიხეილ კალანდიას ხელში და რომლის მიხედვითაც მან განახორციელა მკვლელობა“, - თქვა მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამ.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს.

მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.