ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ არჩევნებზე ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე - მამუკა ხაზარაძე

12:17 09-12-2019
99

ჩვენ ვეძებთ 12 რეფორმატორს ყველა სფეროში, ილია ჭავჭავაძეც 12 კაცს ეძებდა - ამის შესახებ მამუკა ხაზარაძემ ანაკლიაში მიმდინარე პრეზენტაციაზე განაცხადა.

„ჩვენ დამოუკიდებლად მივდივართ ცნობილი პოლიტიკოსების გარეშე. ნურანაირი ჭორებს ნუ აყვებით. ჩვენ ღია ვართ მედიისთვის. ყველასთან ვისაუბრებთ, მთელ სპექტრს გავესაუბრებით, მაგრამ დამოუკიდებლად, ახალი ძალებით მივალთ არჩევნებზე. არავისთან არ ვითანამშრომლებთ ამ ეტაპზე. როცა მოვხვდებით პარლამენტში გამარჯვებულები, იქ გადავწყვეტთ ჩვენი ქვეყნისთვის, სახელმწიფოებრიობისთვის რა იქნება მნიშვნელოვანი. ეს იქნება ჩვენი პოზიცია.

ჩვენ მოვძებნით 12 რეფორმატორს ყველა სფეროში. 112 წლის წინ, 12 რიცხვში ილია ჭავჭავაძე მოკლეს, ეს დამთხვევაა, დღეს 12 რიცხვია. ილია ჭავჭავაძეც 12 ადმიანს ეძებდა, ინჟინერს რომ ქვეყანა გადარჩენილიყო. ეს ნიჭიერი ადამიანები რომლებიც ჩვენს გვერდით არიან, შევკრიბოთ. ჩვენ დღეს ვაცხადებთ მოძრაობას, რომელსაც ექნება მიზნების მიღწევის და სქართველოს გამარჯვების მიზანი და ამ მოძრაობას ერქმევა - „ლელო“.

მამუკა ხაზარაძის ახალ მოძრაობის სახელწოდება „ლელო“ იქნება.