აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტზე დოკუმენტურ სერიალს იღებენ

08:47 09-12-2019
24

აშშ-ში 11 სექტემბრის ტერაქტზე დოკუმენტურ სერიალს, The Day The World Changed (დღე როცა შეიცვალა მსოფლიო) გადაღებები დაიწყო.

არსებული ცნობით, სერიალის შემქმნელებს  ექსკლუზიური წვდომის უფლება, 670 საათიან ვიდეოზე აქვთ, რომელსაც 7 წლის განმავლობაში მუზეუმ 9/11-ის შემქმნელი გუნდი იღებდა. 

დოკუმენტური ფილმი ეკრანებზე 2021 წელს 11 სექტემბრის 20 წლისთავისთვის გამოვა. 

ცნობისთვის, 2001 წლის 11 სექტემბერს, 18 წლის წინ, დილით, ალ-ქაიდას 19-მა თვითმკვლელმა ტერორისტმა ამერიკული ავიახაზების 4 სამგზავრო თვითმფრინავი გაიტაცა. ორი მათგანი მსოფლიო სავაჭრო ცენტრს შეეჯახა, მესამე - პენტაგონს, ხოლო მეოთხე პენსილვანიაში დაუსახლებელ ადგილზე ჩამოვარდა. 

ტერაქტის დროს დაღუპული 2753 ადამიანიდან 18 წლის შემდეგ იდენტიფიცირებულია მხოლოდ 1641, აქედან 77% კაცი იყო, 23% - ქალი.

დაღუპულების საშუალო ასაკი 38,5 წელია. ტერაქტის დროს 5 წლამდე ასაკის სამი ბავშვი დაიღუპა და 80 წელზე მეტის - სამი პენსიონერი.