მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია დღეს, ანაკლიაში გაიმართება

08:35 09-12-2019
30

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის საზოგადოებრივი მოძრაობის პრეზენტაცია, დღეს 12 სექტემბერს ანაკლიაში გაიმართება. პრეზენტაცია 12:00 საათზე დაიწყება. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ მოძრაობის პრესსამსახურში განუცხადეს.

„ამ დღეს ოფიციალურად პირველად დასახელდება ორგანიზაციის სახელწოდება და ორგანიზაციის მიზნები. ახალი საზოგადოებრივი პლატფორმა აერთიანებს წარმატებულ ეკონომისტებს, იურისტებს, ბიზნესმენებს, მენეჯერებს, მეცნიერებს, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლებს და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლებს, - აცხადებენ პრესსამსახურში.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნების შესახებ ინფორმაცია ივნისში გაავრცელა. მოგვიანებით კი დააზუსტა, რომ პრეზენტაციას სექტემბრისთვის გეგმავს.

მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ ჩვენი ქვეყანა და ხალხი ნამდვილად არ არის იმის ღირსი, რა მდგომარეობაშიც ახლა იმყოფება.. ამიტომ, მისი მოძრაობის მთავარი მიზანი ღირსეული საქართველოსთვის ბრძოლა და ღირსების დაცვა იქნება.

ჯერჯერობით უცნობია, ვინ იქნებიან მის პოლიტიკურ გუნდში თუმცა, ოფიციალურად დადასტურებულია, რომ მოძრაობის სპიკერი ანა ნაცვლიშვილი იქნება.