მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესზე ზაზა სარალიძე დაიკითხება

08:21 09-12-2019
27

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით დაკავებული მიხეილ კალანდიას სასამართლო პროცესი გაიმართება, სადაც მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე დაზარალებულის სტატუსით დაიკითხება.

ბრალდებულ მიხეილ კალანდიას ადვოკატი, ზურაბ თოდუა სასამართლო სხდომის საჯაროობაზე შუამდგომლობას დააყენებს.

ცნობისთვის, მიხეილ კალანდია ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი მკვლელობის ბრალდებით სამართალდამცავებმა 4 ივნისს დააკავეს. მას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა 6 ივნისს შეეფარდა.