როდის გამოიდარებს საქართველოში - სინოპტიკოსების პროგნოზი

07:55 09-12-2019
1104

საქართველოში 13 სექტემბრიდან გამოიდარებს და უმეტესად უნალექო ამინდი იქნება მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +25, +30, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +19, +24 გრადუსი დაფიქსირდება.

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დედაქალაქში 12-15 სექტემბერს უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა +20, +22 გრადუსი დაფიქსირდება.