ჩეხეთის პრეზიდენტს კოსოვოს აღიარების გაუქმება სურს

23:53 09-11-2019
27

ჩეხეთის პრეზიდენტს, მილოშ ზემანს კოსოვოს აღიარების უკან წაღება სურს.

მან ეს განცხადება, სერბეთში ოფიციალური ვიზიტისას გააკეთა.

„მე დიქტატორი არ ვარ და ერთპიროვნულად არ ვიმოქმედებ. რაც შემიძლია გავაკეთო, და უახლოეს თვეებში გავაკეთებ კიდეც, მოვიწვევ შეხვედრას კონსტიტუციონალისტებთან და ვიკითხავ, შეიძლება თუ არა კოსოვოს აღიარების გაუქმება“, – განაცხადა ჩეხეთის პრეზიდენტმა

კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. მას დამოუკიდბელ სახელმწიფოდ ევროკავშირის 23 წევრი აღიარებს. მათ შორისაა ჩეხეთი.