ცოლ-ქმარმა აღმოაჩინა, რომ გეები არიან და განქორწინდნენ

23:45 09-11-2019
296

შოტლანდიელი წყვილი სკოტ ტარნერ-სმიტი და ჯო ტარნერი ერთმანეთს გაშორდნენ, მას შემდეგ ორივემ აღიარა, რომ ჰომოსექსუალები არიან. ამის შესახებ ბრიტანული გამოცემა The Mirror-ი წერს. 

„ათასჯერ ავკრიფე და წავშალე ეს ტვიტი, მაგრამ აი ისიც: „მე გეი ვარ“, - დაწერა ტარნერმა საკუთარ „ტვიტერზე“. თავის მეუღლეს ბიჭი 2018 წელს შეხვდა. წყვილის ქორწინება მხოლოდ 1 წელი გაგრძელდა. 

ქმრის შემდეგ, ცოლმა თქვა, რომ მას შეყვარებული გოგო ჰყავს. წარუმატებელი ქორწინების მიუხედავად, ჯო და სკოტი ახლაც მეგობრობენ და თავიანთ ახალ წყვილებთან ერთად ერთობლივ ქორწილსაც გეგმავენ.