ჯეიმს აპატურაი რასმუსენის საქართველოსთან დაკავშირებულ ინიციატივაზე - ამაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს

23:27 09-11-2019
81

საქართველოს ნატო-ში ისე გაწევრიანების იდეა, რომ ორ რეგიონზე მეხუთე მუხლი არ გავრცელდეს, დღეს ნატოში ინტერესს არ იწვევს, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯეიმს აპატურაიმ განაცხადა.

„ვაკვირდებოდი მიმდინარე მოვლენებს იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო გაერთიანდეს ალიანსში ორ რეგიონზე მეხუთე მუხლის გამოყენების გარეშე. ჩემი აზრით, ამაზე საუბარს ახლა აზრი არ აქვს. მე ვერ ვხედავ ნატოში ინტერესს, რომ ეს საკითხი განიხილოს. ასევე არ მჯერა, რომ არსებულ საერთაშორისო უსაფრთხოების გარემოში, ეს იდეა დროული იყოს. ნატოში საქართველოს საელჩო აქტიურად უწყობს ხელს მეტ საქართველოს ნატოში, რაც მოიცავს მკაფიო და კონკრეტული იდეებს. ეს არის მართებული მიდგომა, პოლიტიკურად და პრაქტიკულადაც. ნატოს ატლანტიკური საბჭო სულ მალე იქნება საქართველოში, რათა განიხილოს ჩვენი თანამშრომლობის გაღრმავების გზები, მათ შორის განიხილება საქართველოს დახმარება იმ რეფორმებში, რომელიც დაეხმარება საქართველოს ნატოს წევრობისთვის მომზადებაში“, – წერს აპატურაი.

შეგახსენებთ, რომ  თბილისში ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრისა და მაკკეინის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ, რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენციაზე ნატოს ყოფილმა გენერალურმა მდივანმა ანდერს ფონ რასმუსენმა თქვა, რომ უნდა განიხილებოდეს, მოისურვებს თუ არა საქართველო ისეთი მექანიზმით ნატოში მიღებას, რომლის მიხედვითაც მეხუთე მუხლი დაფარავს მხოლოდ მთავრობის კონტროლირებად ტერიტორიას.