14 წლის გოგოს სკოლაში დასცინეს, მასწავლებელმა კლასიდან გააძევა, რის გამოც მან თავი მოიკლა - ტრაგედია კენიაში

23:01 09-11-2019
910

კენიაში 14 წლის სკოლის მოსწავლე გოგომ თავი მოიკლა მას შემდეგ, რაც მას სკოლაში მენსტრუალური სისხლით დასვრილი ტანსაცმლის გამო დასცინეს. ამის შესახებ ინფორმაციას BBC ავრცელებს. 

გოგოს დედა ამბობს, რომ ბავშვი სკოლიდან მივიდა სახლში, უთხრა, რომ მასწავლებელმა დასვრილი კაბის გამო შენიშვნა მისცა და შემდეგ კლასიდან გააძევა. 

შემთხვევიდან რამდენიმე საათში სკოლასთან 200-მდე მშობელი შეიკრიბა. ისინი მასწავლებლის და სკოლის დირექტორის გათავისუფლებას ითხოვენ. 

კენიაში ეკონომიკური პრობლემების გამო 2017 წელს სახელმწიფომ სასწავლო დაწესებულებებში ჰიგიენური საფენების უფასოდ მიწოდების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა ეს სისტემა ბოლომდე რეგულირებადი არ არის. ბევრ ახალგაზრდა გოგონას საფენის შეძენა საკუთარი სახსრებით არ შეუძლია.