„სხვა ნანუკა“ ეთერში გავიდა - ნანუკა ჟორჟოლიანმა სხვა გადაცემა დაიწყო

22:14 09-11-2019
3118

ნანუკა ჟორჟოლიანის ახალი გადაცემა ეთერში ცოტა ხნის წინ გავიდა. ტელეწამყვანმა შესავალ სიტყვაში ახსნა, თუ რატომ დახურა „ნანუკას შოუ“.

„დადგა დრო კიდევ დამეწყო რაღაც ახალი, შევჭიდებოდი რაღაც სხვას და ამიტომაც ჰქვია ამ გადაცემას „სხვა ნანუკა“, - განმარტა ტელეწამყვანმა.

დღევანდელი გადაცემა, „სხვა ნანუკა“, ისევე როგორ პირველი საინფორმაციო გამოშვება, „მთავარი არხის“ შექმნის ისტორიას ეძღვნება. პირველი სტუმარი კი არხის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამიაა.

width=600