უნიკალური კვლევა - ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში უძველესი დნმ დმანისში აღმოაჩინეს

21:38 09-11-2019
45

სამეცნიერო ჟურნალი „ნეიჩა“ (Nature) დმანისის ახალი აღმოჩენის შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით –„დმანისში აღმოჩენილი ადრეპლეისტოცენური პერიოდის მარტორქის (Stephanorhinus) კბილის მინანქრიდან მიღებულმა პროტეონმა ახსნა უძველესი ფიოლოგენეზისი“ (Early Pleistocene enamel proteome from Dmanisi resolves Stephanorhinus phylogeny).

სტატიაში საუბარია, რომ დმანისში აღმოჩენილი მარტორქის კბილის მინანქრიდან მეცნიერებმა შეძლეს, გამოეყოთ 1.77 მილიონი წლის წინანდელი მნიშვნელოვანი გენეტიკური ინფორმაცია. ეს არის ცხოველის ნაშთიდან აღებული მსოფლიოში ყველაზე ძველი დნმ, რომელმაც მილიონი წლით დააძველა აქამდე ცნობილი ინფორმაცია, რომელიც კუნძულ უკონზე, ჩრდილო-დასავლეთ კანადაში აღმოჩენილი 700.000 წლის წინანდელი ცხენიდან იყო აღებული.