ირმა ინაშვილი ამერიკის საელჩოსთან აქციას აანონსებს

18:58 09-11-2019
228

„პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერი აცხადებს, რომ  აშშ-ს საელჩოსთან, 15 სექტემბერს აქციას ჩაატარებს. ამის შესახებ ირმა ინაშვილმა. დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თქვა.

ირმა ინაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს და ამერიკის საელჩოს ოფიციალური წერილით მიმართავს და მოითხოვს, ამერიკელ ექსპერტს, სახელმწიფო მდივნის ყოფილ თანაშემწეს, დევიდ კრამერს საქართველოში ჩამოსვლა აეკრძალოს.

„ვაპირებდით შეკრებას რესპუბლიკის მოედანზე, მაგრამ შევიკრიბებით პირდაპირ ამერიკის საელჩოსთან. 15 სექტემბერს, 16:00 საათზე ყველა ვიკრიბებით ამერიკის საელჩოსთან, ჩვენ უნდა ვუთხრათ ჩვენს ამერიკელ პარტნიორებს, რომ ისინი არიან ჩვენი პარტნიორები, მაგრამ არა დირექტორები. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი სახელმწიფო, ჩვენ გვაქვს ჩვენი ღირსება. ვთანამშრომლობთ თქვენთან, ხართ სტრატეგიული პარტნიორები, მაგრამ არ ვართ თქვენი კოლონია. არც ერთ კრამერს არ ექნება უფლება, ხელით შეეხოს პარლამენტის წევრს. ჩვენ უნდა ვუთხრათ, დასავლელ და ამერიკელ პარტნიორებს, მხარს ნუ უჭერენ მწამებელ ბოკერიას და სააკაშვილს, რომლებმაც ჩააბარეს კოდორი და ახალგორი, რაც აბრაძებს ქართველ ხალხს დ აძლიერებს ანტიდასავლურ განწყობებს“, - განაცხადა ირმა ინაშვილმა.