დავკარგე ტელეფონი, რომელშიც არის გარდაცვლილი შვილის ფოტოები და ვიდეოები, გთხოვთ დამიბრუნოთ - განცხადება #22 მიკროავტობუსში

17:45 09-11-2019
1397

სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა სალამაშვილი ავტობუსში ნანახ განცხადებას ავრცელებს.

როგორც ირკვევა, განცხადების ავტორმა მობილური ტელეფონი დაკარგა, რომელშიც გარდაცვლილი შვილის ვიდეო და ფოტო მასალებია.

„ეს განცხადება დღეს #22 მიკროავტობუსში ვნახე და მგონია, რომ თუ მივაწვდენთ ხმას მპოვნელამდე, აუცილებლად დაუბრუნებს“,- წერს ლაშა სალამაშვილი.