11 სექტემბერს გარდაცვლილი მეხანძრე, ტრაგედიიდან 18 წლის შემდეგ დაკრძალეს

16:31 09-11-2019
101

მეხანძრე, რომელიც 11 სექტემბერს გარდაიცვალა, ტრაგედიიდან 18 წლის შემდეგ, გუშინ, 10 სექტემბერს დაკრძალეს - მას შემდეგ, რაც მისი სხეულის ნაწილების იდენტიფიცირება მოხდა.

width=600

„CNN“-ის ინფორმაციით, „გარდაცვლილი მეხანძრის მაიკლ ჰაუბის დაკრძალვის დღეს მეხანძრეები და ახლობლები შეიკრიბნენ -მას შემდეგ, რაც მისი ცხედრის ამოცნობა მოხდა“ -  ნათქვამია მეხანძრეების ასოციაციის განცხადებაში.

width=600

ასევე ნათქვამია, რომ სამსახური ვალდებულია, იზრუნოს გარდაცვლილის ოჯახზე და შეუნარჩუნოს სიმშვიდე. სამედიცინო შემოწმების შედეგად, გასულ კვირას აღმოჩენილ იქნა მისი სხეულის ნაწილები, რომელიც „Ground Zero“- ში იქნა ნაპოვნი.

მიმდინარე წლის ივლისის მდგომარეობით, სასამართლო ექსპერტიზის სამსახურის მონაცემებით, ზუსტად გამოვლენილია იმ დღეს მსოფლიო სავაჭრო ცენტრში დაღუპული 2753 ადამიანიდან - მხოლოდ 60%.

ასოციაციის ცნობით, ჰაუბი იყო „Ladder Company 4“-ის ვეტერანი, 13 წლის განმავლობაში.

width=600

”ჩვენ გვახსოვს ჰაუბი და ის 342 მეხანძრე, რომლებიც იმ საბედისწერო დღეს დაიღუპნენ - სამუდამოდ მადლიერები ვიქნებით მათი გამბედაობისთვის”, - ნათქვამია სამშაბათის განცხადებაში.

პოტოზე გამოსახულია პატარა მაიკლ ჰაუბი, რომელიც დედას ერიკ სტარკს ამშვიდებს - ისინი მამის, მეხანძრე მაიკლ ჰუბის დაკრძალვას ესწრებოდნენ.

იმ დღეს გარდაცვლილი მეხანძრეების გარდა, მომდევნო წლებში ასობით მეხანძრე დაიღუპა. ნიუ – იორკის ოფიციალური წარმომადგენლები ამბობენ, რომ 2001 წლის 11 სექტემბრის ტერორისტული თავდასხმების შედეგად, მსოფლიო სავაჭრო ცენტრში მოსამსახურე, კიდევ 200 მეხანძრე-მაშველი დაიღუპა.  

width=600

”თითქმის გაუგებარია, რომ 11 სექტემბრის ტერაქტის 343 წევრის დაკარგვის შემდეგ, ავადმყოფობის გამო „FDNY“-ის კიდევ 200 წევრი დაიღუპა. ამ გმირებმა სიცოცხლე გაწირეს, მამაცურად იბრძოდნენ სხვისი გადარჩენისთვის. ჩვენ, არასდროს დავივიწყებთ მათ,” - განაცხადა სახანძრო დაცვის კომისარმა დანიელ ნიგრომ.

მეხანძრე მაიკლ ჰუბის დაკრძალვის ცერემონიას, ნიუ იორკის სახანძრო დაცვის თანამშრომლები დაესწრნენ.  

დაავადებათა კონტროლისა და პროფილაქტიკის ცენტრების თანახმად, 11 სექტემბრის ტერაქტის შედეგებმა მრავალი დაავადება გამოიწვია, მათ შორის მწვავე ტრავმული დაზიანებები, აგრეთვე სასუნთქი გზებისა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დაავადებები.

width=600

ისინი, ვინც ტერაქტის დროს გადარჩნენ, უამრავ ადამიანს კიბოს დიაგნოზი განუვითარდა, რომელიც მოიცავს ლიმფომას, ლეიკემიას და მიელომას.

შეგახსენებთ, რომ 2001 წლის 11 სექტემბერს, 19-მა ადამიანმა, საწვავით დატვირთული ოთხი ამერიკული კომერციული თვითმფრინავი გაიტაცა, რომლებიც დასავლეთ სანაპიროზე მდებარე სავაჭრო ცენტრის მიმართულებით გაემგზავრნენ. სულ 2,977 ადამიანი დაიღუპა ნიუ – იორკის, ვაშინგტონის, კოლუმბიის და პენსილვანიის შტატიდან.

ტერაქტის ორგანიზატორი, ალ-ქაიდას ლიდერი ოსამა ბინ ლადენი იყო.

ავტორი: რუსა ღვანიძე