ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ოკუპირებული რეგიონი

პოლიტიკა 1713545520

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების, ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალი არიან

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ოკუპირებული სოფლების ზემო არცევისა და ოტრევის მიმდებარედ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკანონოდ დაკავებული თამაზ ეცადაშვილი, ოთარ ტერაშვილი და ვალერი გიუნაშვილი თავისუფალნი არიან და ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფებიან.საქართველოს მოქალაქეების უკანონო პატიმრობიდან გათავისუფლების პროცესში აქტიურად გამოიყენებოდა როგორც საქართველოში ევროკავშირის მონიტორინგის მისიის (EUMM) უშუალო ჩართულობით მოქმედი „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, ისე ცენტრალური ხელისუფლების ხელთ არსებული ყველა რელევანტური ინსტრუმენტი. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება ინფორმაციას მუდმივ რეჟიმში აწვდიდა საერთაშორისო პარტნიორებს. საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ განხორციელებულ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე პასუხისმგებლობა საოკუპაციო ძალას ეკისრება. ცენტრალური ხელისუფლება, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, განაგრძობს აქტიურ მუშაობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.

წყალი შეწყდება

დედაქალაქი 1713544440

GWP წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ წყალმომარაგების შეზღუდვაზე ინფორმაციას ავრცელებს:ვაკის რაიონი, წყნეთი იოსებ გრიშაშვილის ქ.N45-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 16:15-დან 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გრიშაშვილის ქუჩას.ჩუღურეთის  რაიონი, ხეხილ-სანერგე მეურნეობა, ზაქარია ჯორჯაძის ქ.N59-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით, 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდებახეხილ-სანერგე მეურნეობას (ივერთუბანს) სრულად, მახათას აღმართს და რეხის ქუჩას.გლდანის რაიონი, ომარ ხიზანიშვილი ქ.N96-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: გლდანის 6 მრ-ს N1 დან 10-მდეისნის რაიონი, კვალეთის ქ. N2-თან წყალსადენის ქსელზე დაზიანების აღდგენითი სამუშაოების ჩატარების მიზნით 23:00-მდე წყალმომარაგება შეუწყდება: შილდის, ფშავის, ნაქერალის, გედევანიშვილის, კვალეთის, მუჯირიშვილის, მრევლიშვილის, რუისპირის და ახალუბნის ქუჩებს.

გიორგი გრძელიშვილი

პოლიტიკა 1713544158

გიორგი გრძელიშვილი: კანონი ემსახურება გამჭვირვალობას და სჭირდება ჩვენს ქვეყანას

„გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტს "ქართული ოცნების" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი გრძელიშვილი ეხმიანება და სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს კანონო ქვეყანას სჭირდება, რადგან ის გამჭვირვალობას ემსახურება. "კანონი არის ქართული. კანონი ემსახურება გამჭვირვალობას. კანონი სჭირდება ჩვენ ქვეყანას", - წერს გრძელიშვილი.

ლევან იოსელიანი

პოლიტიკა 1713543352

ლევან იოსელიანი: ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს

ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს, ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა ტვ „პირველის“ ეთერში განაცხადა.როგორც ლევან იოსელიანმა აღნიშნა, ძალიან კარგად ათვითცნობიერებს მის პასუხისმგებლობას, რომ ყველას სახალხო დამცველია, არა მხოლოდ ალეკო ელისაშვილის, ან მამუკა მდინარაძის.„ძალადობის მომხრე ვერ ვიქნები, ალეკო [ელისაშვილი] კი არა, ჩემი შვილი რომ იყოს ეგეთი რაღაცის მომხრე არასოდეს ვიქნები, იმიტომ, რომ ვიცი, ყველამ ვიცით ამას რა შედეგები მოჰყვება, მაგრამ ეს რაღაცა სადღაც ხომ უნდა გაჩერდეს? აქეთ ბოლოს და ბოლოს ერთი ადამიანი დგას და იქით - მთელი სახელმწიფოა, აქეთ ერთი დეპუტატია და იქით - მთელი უმრავლესობა. მორევაზე თუ არის, მოერევიან, მაგრამ ეგ არ არის სამართლებრივი სახელმწიფო. ეგ არის მაშინ, ვინც ძლიერია, ხელის გადაწევაზეა ყველაფერი, ეგრე გამოდის.იმედი მაქვს, რომ საბოლოო ჯამში, კანონის ფარგლებში მოხდება ამ ყველაფრის დარეგულირება, მე ამის იმედს გამოვთქვამ, რომ სამართლებრივად მიყვება, ალბათ ალეკოც, ჩვენც მივყვებით სამართლებრივად და სამართლებრივად მოხდეს პასუხისმგებლობის დაკისრება ყველაზე, ვინც ამ პროცესშია დამნაშავე. ერთი წამით არ უნდა იფიქროს ვინმემ, რომ ვინმეს მოვუწონო საქციელი ჩემი მეგობრობის ან ჩემი ახლობლობის გამო. ძალიან კარგად ვათვითცნობიერებ ჩემს პასუხისმგებლობას, ძალიან კარგად მესმის, რომ ყველას სახალხო დამცველი ვარ, არც ალეკოსი ვარ მარტო და არც თუნდაც მდინარაძის. ამიტომ, როცა ამ პერსპექტივიდან ვუყურებ ამ ყველაფერს, ერთადერთი არის კანონი, რომელსაც ყველამ უნდა ვცეთ პატივი. აქ სხვა გამოსავალი არ არსებობს. სხვა გამოსავალი როცა მოინახა ამ ქვეყანაში და მონახეს, ეს იყო ბანდებად დაყოფილი ქვეყანა და სამოქალაქო დაპირისპირება. ვიცხოვრე ამ ქვეყანაში, აღარ მინდა იქ დაბრუნება და იმიტომ ვაკეთებ ყველაფერს, რომ ასეთი დაპირისპირება იყოს აღკვეთილი, კანონის ფარგლებში მოქცეული და კანონით იქნეს პასუხი გაცემული“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მაკა ბოჭორიშვილი

პოლიტიკა 1713543240

 მაკა ბოჭორიშვილი: რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული, რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას, არის ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი

 პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ გაუგებარია, თუ სხვა დემოკრატიული სახელმწიფოების მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას იმის შესახებ, ვინ არის მათ ქვეყანაში ჩართული პოლიტიკის კეთებაში, რატომ არ შეუძლია იმავე შესაძლებლობით საქართველოს მოქალაქეს სარგებლობა. მისი განცხადებით, აღნიშნული კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, შესაბამისად, "გამჭვირვალობის კანონის" მოწინააღმდეგეებს ან სათანადო ინფორმაცია არ აქვთ, ან სხვა ინტერესი გააჩნიათ."ის თუ დასაშვებია, რომ სხვა დემოკრატიულ სახელმწიფოებში მოქალაქეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, ფლობდნენ ინფორმაციას პროცესების შესახებ, რომელიც უკავშირდება მათ ქვეყანაში პოლიტიკის კეთებას, რატომ არ შეიძლება, რომ ეს ინფორმაცია ჰქონდეთ საქართველოში საქართველოს მოქალაქეებს, როდესაც საქმე ეხება გარკვეული ორგანიზაციების - ამ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობას პოლიტიკაში, საქართველოში პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში. რა თქმა უნდა, ეს კითხვა სხვებსაც უჩნდებათ, რატომ არის სრულიად სამაყრო საქართველოს კანონის წინააღმდეგ მიმართული რომელიც ემსახურება ერთადერთ მიზანს - გამჭვირვალობას. აქ არის ერთი ეჭვი, რომ მათ არ აქვთ სათანადო ინფორმაცია, ან ეს არის გარკვეული ინტერესი." - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.