სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვინც საბერძნეთში ბინადრობის მოწმობის აღებას ელოდება

15:48 09-11-2019
4167

სასიამოვნო სიახლე მათთვის, ვისაც საბერძნეთში ბინადრობის მოწმობის აღება სურს.

2 სექტემბრიდან ამოქმედდა ახალი წესი, რომლის მიხედვითაც, შესაძლებელი ხდება საბუთის აღება რანდევუს დანიშვნის შემდეგ.

ბერძნული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, სიახლე ეხება გამზადებული საბერძნეთის რესპუბლიკის ბინადრობის ნებართვების გადატანის პროცესს, კერძოდ:

მას შემდეგ, რაც უცხო ქვეყნის მოქალაქეები შესაბამისი ვებგვერდის მეშვეობით გადაამოწმებენ და მიიღებენ ინფორმაციას, რომ მათი ბინადრობის ნებართვა მზადაა და შეუძლიათ გაიტანონ შესაბამისი სამსახურებიდან, უნდა დანიშნონ ვიზიტი.

აქედან გამომდინარე, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აღარ მოუწევთ ცოცხალ რიგში დგომა და შეძლებენ წინასწარ მათ მიერ მითითებულ თარიღში დოკუმენტის აღებას.

ამისათვის საჭიროა ელექტრონული წერილი გაგზავნოთ ელექტრონულ მისამართზე: epidoseis_dama@attica.gr

ელექტრონულ წერილში უნდა მიუთითოთ თქვენი პასპორტის ნომერი, ხოლო ბინადრობის მოწმობის მისაღებად რომ მიხვალთ, თან უნდა იქონიოთ პასპორტი და ცნობა, რომელსაც საბუთების ჩაბარებისას გაძლევენ. რანდევუ ინიშნება ძველი ბინადრობის მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. 

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე