ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ნუკი

საზოგადოება 1713542239

რის გამო ივლის ნუკი კოშკელიშვილი ორ კვირაში ერთხელ საქართველოსა და ამერიკას შორის

 ნუკი კოშკელიშვილი ამერიკიდან საქართველოში სპეციალურად „ნიჭიერის“ წასაყვანად ჩამოვიდა. შოუს მე-11 სეზონი მაისიდან „რუსთავი 2“-ის ეთერში გავა. ჩაწერები უკვე დაწყებულია და პერიოდულად „ნიჭიერის“ კულისებიდან საინტერესო ვიდეომასალა ვრცელდება, სადაც ნუკი თანაწამყვან თაკო ჩორგოლაშვილთან და პროექტის მონაწილეებთან ერთად ხალისობს და ენერგიულად ცეკვავს.fortuna.ge-მ ნუკი ექსკლუზიურად ჩაწერა.ნუკი, სპეციალურად „ნიჭიერისთვის“ ჩამოსულხარ საქართველოში…ჩემთვის „ნიჭიერი“ ყველაზე საყვარელი პროექტია, ამიტომ ჩამოვედი სპეციალურად მისთვის და ორ კვირაში ერთხელ ვივლი ამერიკა-საქართველოს შორის. ვერ გამოვტოვებ „ნიჭიერს“. ეს შოუ ამად ღირს. აქ იმდენი რამ ხდება… თან, როცა მითხრეს, რომ ამ შოუს ისტორიაში, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში არ ყოფილა შემთხვევა, როცა მას ორი ქალი წამყვანი ეყოლებოდა, კიდევ უფრო მეტად დავინტერესდი. მე და თაკო ჩორგოლაშვილი ერთად გავუძღვებით „ნიჭიერს“. ეს განსაკუთრებულად საინტერესო გამოწვევა იყო და უარს ვერ ვიტყოდი, მით უმეტეს, რომ თაკოსთან მუშაობა არის ერთი დიდი სიამოვნება. დადებითი, ლამაზი, ჭკვიანი ადამიანია. ჩვენ ბევრჯერ გვიმუშავია ერთად და თავიდანაც ფეხი სატელევიზიო სივრცეში ერთად ავიდგით. ყოველთვის ვამბობდით, რომ „ნიჭიერი“ იყო ის პროექტი, რომლის წაყვანაც ერთად გვინდოდა… ისე მოხდა, რომ ეს სურვილი აგვიხდა…განაგრძეთ კითხვა.

ასტროლოგია

ჰოროსკოპი 1713540864

„უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არავის აძლევენ უფლებას, შელახონ მათი უფლებები“ - ზოდიაქოს ნიშანები, რომელსაც საუკეთესოდ შეუძლია თავის დაცვა

ასტროლოგიის მიხედვით, ზოდიაქოს ზოგიერთ ნიშანს აქვს საკუთარი თავისა და რწმენის დაცვის განსაკუთრებით ძლიერი უნარი.ვერძივერძები გამოირჩევიან ლიდერული თვისებებით და წინსვლის სურვილით, მიუხედავად დაბრკოლებებისა. ამ ნიშნის ქვეშ დაბადებულ ადამიანებს არ ეშინიათ აზრის გამოხატვისა და ინტერესების დაცვის. ისინი გამოირჩევიან ურყევი თავდაჯერებულობით და გამოწვევებზე მყისიერი რეაგირების უნარით, რაც მათ საკუთარი “ტერიტორიის” შესანიშნავ დამცველებად აქცევთ.მორიელიმორიელი არის ნიშანი ღრმა ემოციებით, რომელიც არ იღებს დამარცხებას. მორიელებს აქვთ წარმოუდგენელი ინტუიცია და შეუძლიათ იგრძნონ სხვისი მოტივები, რაც მათ საშუალებას აძლევთ, ერთი ნაბიჯით წინ იყვნენ. მათი მონდომება და საკუთარი ინტერესების დაცვის სურვილი შეიძლება გამოვლინდეს ძლიერი ენერგიისა და გამარჯვების სურვილის სახით.ლომილომები გამოირჩევიან თავიანთი დიდებულებით, გამბედაობით და ურყევი თავდაჯერებულობით. უყვართ ყურადღების ცენტრში ყოფნა და არავის აძლევენ უფლებას, შელახონ მათი უფლებები და ღირსება. ლომებს აქვთ ბუნებრივი ავტორიტეტი და უნარი შთააგონონ სხვები, რაც მათ ეხმარებათ ამაყად და ღირსეულად დაიცვან საკუთარი თავი. სრულად

ენერგო პრო ჯორჯია

საზოგადოება 1713539982

„ენერგო-პრო ჯორჯია“ აბონენტებს შუქის გათიშვის შესახებ აფრთხილებს

„ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 20 აპრილს 15:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში: თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში.სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

არჩილ თალაკვაძე

პოლიტიკა 1713537932

„7 ნოემბრისა და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე“ - არჩილ თალაკვაძე

„გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!“- ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციონერი დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადების საპასუხოდ გააკეთა პარლამენტის სხდომაზე, სადაც ინტერპელაციის წესით შინაგან საქმეთა მინისტრს უსმენდნენ.„ვინ გვესაუბრება - 7 ნოემბრის და 26 მაისის სისხლიანი დარბევის ავტორები გვესაუბრებიან ძალის გადამეტებაზე. ამ ადამიანებმა და მათმა ლიდერებმა, რაც სტრასბურგის სასამართლოს აქვს დადასტურებული, მოქალაქეებს ჩაუკეტეს გასასვლელები და სამაგალითოდ, პირდაპირ ეთერში დასაჯეს ჩვენი თანამოქალაქეები უკიდურესი ძალადობით.გამოვიდა ქალბატონი ნაცვლიშვილი და განაცხადა, არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნასო. თუ არანაირი გამართლება არ აქვს ხალხის დევნას, დღეს ვის გვერდით დგახართ? ვინ არიან შენი პოლიტიკური მეგობრები, რომლებიც დევნიდნენ ადამიანებს, აწამებდნენ, იტაცებდნენ. თუ გამართლება არ აქვს, შენ როგორ გაამართლე ეს ხალხი?!ახლა გამოდიხართ, შეურაცხყოფას აყენებთ პოლიციელებს, თან გულზე მჯიღს იცემთ - პოლიციას გაუმარჯოს და ჩვენი პოლიციის გვერდით ვართო, ვის გვერდით ხართ? გვერდით კი არ ხართ, იმ დღეს გამწარებულები ეძებდით, პოლიციის დამატებითი დანაყოფები სად არიანო, რომ იქნებ ახალგაზრდებთან რაღაც ფიზიკური კონტაქტი მომხდარიყო“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ლევან ხაბეიშვილი

პოლიტიკა 1713537400

თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას - ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ კონსტიტუციის 76-ე მუხლს არღვევს და ევროპულ მომავალზე უარს ამბობს. ეს განცხადება ოპოზიციონერმა დეპუტატმა პარლამენტის სხდომაზე გააკეთა, სადაც ინტერპელაციის წესით შს მინისტრს, ვახტანგ გომელაურს უსმენდნენ.„ცივილიზებულ სამყაროში არ დარჩა არავინ, ვინც არ ამბობს, რომ ეს კანონი ცუდია ევროკავშირის გზაზე. თქვენ ხართ შინაგან საქმეთა მინისტრი. დღეს ხელისუფლება და უმრავლესობა არღვევს კონსტიტუციის 78-ე მუხლს, სადაც ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალზეა საუბარი. ევროკავშირზე ამბობთ ამით უარს. ეს არის პირდაპირი გზავნილი, რომ თქვენ არ გინდათ ევროკავშირი. თქვენ გინდათ, რომ ქართველ ხალხს გამოულაყოთ ტვინი, ვერ შეცვლით და ვერ გადაწერთ ისტორიას, ქართველი ხალხი აუცილებლად გაგიშვებთ პოლიტიკურ სანაგვეზე“, - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.