მამუკა მდინარაძე: ეს არის თბილისის მერიისა და კახა კალაძის დიდი წარმატება

11:39 09-11-2019
287

უმრავლესობის წევრი, მამუკა მდინარაძე, თბილისის საკრებულოში კახა კალაძის ბრიფინგს ეხმიანება, რომელზეც გაირკვა, რომ „სვეტის“ დაზარალებულებს“ პრობლემა მოუგვრდათ.

მდინარაძე აღნიშნავს, რომ ეს არის თბილისის მერიისა და კახა კალაძის დიდი წარმატება.

„რამდენიმე წუთის წინ ჩვენ მოვისმინეთ ძალიან კარგი ამბავი იმის შესახებ, რომ 2500 დაზარალებული ოჯახის პრობლემა გადაწყდა.

ბუნებრივია და კახის ბრიფინგიდანაც ჩანდა, რომ ადვილი არ იქნებოდა ამ პრობლემის მოგვარება. როგორც ჩანს პროცესში იყო გარკვეული უიმედობებიც, მაგრამ საბოლოოდ ამ საკითხის გადაწყვეტა არის ქალაქის მერიის და პროცესში ჩართული ყველა მხარის ძალიან დიდი წარმატება.

თავის მხრივ ეს ძალიან კარგი ამბავი იმედს იძლევა, რომ მსგავსი წარმატებით დასრულდება სხვა ანალოგიური საკითხები და ოჯახები, რომლებიც იყვნენ დაზარალებულები სხვადასხვა სამშენებლო კომპანიების მიერ, მიიღებენ თავის კუთვნილს. ვულოცავ ყველა ოჯახს, ვისი პრობლემაც უკვე გადაწყდა, კახის კი კიდევ ერთი და მორიგი ბრავო“, - აღნიშნავს მდინარაძე.

ნახეთ კადრები: რა ხდებოდა საკრებულოში