გამოძახებაზე გასულმა მაშველმა აღმოაჩინა,, რომ იმ ავარიაში მისი ქალიშვილი დაიღუპა - ტრაგედია აშშ-ის ქალაქ ტაოსში

22:59 09-10-2019
22003

ამ დღეებში მუსიკალური სამყარო ქანთრის მომღერლის, კაილი რეი ჰარისის დაღუპვამ შეძტა. თუმცა, იმ საღამოს სამყარო ერთ მეხანძრესაც ჩამოექცა თავზე, რომელმაც თავისი საყვარელი გოგონა დაკარგა.

შემთხვევა აშშ-ში, ტაოსში მოხდა. მარია კრუზი სამსახურიდან სახლში ბრუნდებოდა, როცა შემხვედრი მიმართულებიდან მის მანქანას  ჯიპი დაეჯახა. მიუხედავად იმისა, რომ გოგონას უსაფრთხოების ღვედი ეკეთა, მას ამან ვერ უშველა და ის ადგილზე დაიღუპა. ჯიპის მძღოლმა სახანძრო, სასწრაფო და პოლიცია გამოიძახა. ამ ისტორიის შესახებ Daily Mail-ი წერს.

შემთხვევის ადგილზე ძალიან მალე მაშველიც მივიდა. ის პედრო კრუზი იყო, რომელიც იქვე, ახლოს იმყოფებოდა. კაცი ცნობილი იყო თავისი სიმშვიდით და პროფესიონალიზმით, მაგრამ ყველა ეს თვისება მაშინვე გაქრა, როცა შეიტყო, ვის ეკუთვნოდა დაზიანებული მანქანა. ავტომობილში მყოფი გარდაცვლილი გოგონა მისი შვილი იყო.

width=600

წინასწარი ინფორმაციით, ამ ავარიაში დამნაშავე მომღერალი კაილი რეი ჰარისი იყო, ჯიპის მძღოლი, რომელიც ტაოსში ფესტივალზე მიდიოდა. მას წარსულშიც სერიოზული ჯარიმები უფიქსირდებოდა არაფხიზელ მდგომარეობაში მართვის გამო.