ერთ საათში ათი მიწისძვრა - ყველაზე სუსტის სიმძლავრე 3,6 მაგნიტუდაა

21:29 09-10-2019
3588

დაახლოებით 1 საათის წინ მომხდარი მიწისძვრის შემდეგ, სეისმოლოგიური მონიტორინგის ცენტრში კიდევ 10 მიწისძვრის შესახებ შევიდა ინფორმაცია.

როგორც „პრაიმტაიმს“ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხადა, ამ წუთებშიც იღებენ ინფორმაციას ორი მიწისძვრის შესახებ, რომელთა სიმძლავრე 3,8 და 3,6 მაგნიტუდაა.

სპეციალისტები აცხადებენ, რომ ეს ბიძგები ე.წ. აფთერ შოკებია.

შეგახსენებთ, რომ დაახლოებით 1 საათის წინ დმანისიდან 35 კილომეტრის დაშორებით, სოფელი სამების სიახლოვეს 5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. წელს ეს ყველაზე ძლიერი მიწისძვრაა საქართველოში.