2 ძლიერი მიწისძვრა 2 წუთის შუალედში - იყო თუ არა ნგრევა ეპიცენტრში

20:51 09-10-2019
4259

ცოტა ხნის წინ საქართველოში 2 ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მათ შორის დროში სხვაობა ზუსტად 2 წუთი იყო.

სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის წინასწარი მონაცემებით, თბილისის დროით 20:22 საათზე მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 5,2 მაგნიტუდა იყო, 20:24 საათზე კი - 4.2.

წინასწარი მონაცემებით, პირველი მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან ცხრა კილომეტრში, მეორე კი ხუთ კილომეტრში მოხდა.

ეპიცენტრის ადგილი დმანისიდან დაახლოებით 35 კილომეტრში ფიქსირდება.

„პრაიმტაიმს“ საგანგებო სიტუაციების სამსახურში განუცხადეს, რომ ამ დროისთვის შეტყობინებები ნგრევაზე და მსხვერპლზე მათთან არ არის შესული.

3.3 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა 21 აგვისტოსაც. ეპიცენტრი მაშინაც დმანისი იყო.

საქართველოს ტერიტორიაზე წელს სულ 20 მიწისძვრა მოხდა.