საქართველოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა

20:24 09-10-2019
6720

საქართველო-სომხეთის საზღვარზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. როგორც „პრაიმტაიმს“ სეისმოლოგმა თეა გოდოლაძემ განუცხცადა, ეპიცენტრი დაზუსტებული ჯერ არ არის, თუმცა, ის სავარადაუდოდ, დმანისიდან 35 კილომეტრში სოფელ სამებასთან იყო.

წინასწარი ინფორმაციით, ბიძგების სიმძლავრემ 5 მაგნიტუდა შეადგინა.

ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.