ვიდეოები

1713260837

VIDEO: სალომე უშხვანი და ნიკო ქართველი „პრაიმ ჰაუსში“ ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - წყვილის მორიგი „პრანკი“

სალომე უშხვანმა და ნიკოლოზ ქართველმა ამჯერად, პრაიმ ჰაუსის“ მონაწილეები „გაპრანკეს“. მათი დადგმული ჩხუბი, მონაწილეებს მართალი ეგონა და საქმის განხილვის პროცესში ყველა ჩაერთო.ნახეთ სახალისო კადრები ↓

სალომე ნიკო

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1713262704

საერთო ჯამში, საზოგადოებას შეეძლება უცხოური დაფინანსების შესახებ მეტი ინფორმაციის მიღება, რათა მათ ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. სახელმწიფო უსაფრთხოება არის არა აბსტრაქცია, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშესახები უფლებაა - შალვა პაპუაშვილი

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს საქმიდან თქვენი ციტატა ადასტურებს საქართველოს კანონპროექტის მიზანს. კანონი არანაირი ფორმით არ ზღუდავს არაკომერციულ ორგანიზაციებს ე.წ. საზოგადოებრივი ვოჩდოგი ორგანიზაციების როლის შესრულებაში,’ – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს მიქაელ ო’ფლაჰერთის საპასუხო წერილში სწერს.როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, საქართველო უკვე ათწლეულებია უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლია. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ნაკლებობა ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს.,,საქართველოში ისინი, მართლაც, თავისუფლები არიან და ამ კანონის მიღების შემდეგაც თავისუფლები იქნებიან. მათ თავისუფლად შეეძლებათ „მოითხოვონ და მიიღონ დაფინანსება სხვადასხვა წყაროდან“. ასევე, მათი დაფინანსების მრავალფეროვნებასთან დაკავშირებითაც არ იქნება შემოღებული რაიმე სახის შეზღუდვა. განვმეორდები, არაკომერციული ორგანიზაციების ერთადერთი ვალდებულება ფინანსური დეკლარაციის ყოველწლიური წარდგენა იქნება.თქვენ სწორად ახსენეთ არაკომერციული ორგანიზაციების ან სხვა სუბიექტების საქმიანობის ლეგიტიმური შეზღუდვების შესაძლებლობა, რომლებსაც ამტკიცებს მინისტრთა კომიტეტი. მათ შორის, ერთ-ერთ ასეთ სივრცედ აღნიშნულია კანონების გავრცელება „არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაზე“. ნამდვილად, საარჩევნო და პოლიტიკური პროცესების დაფინანსებაში მეტი გამჭვირვალობის მიღწევა წარმოდგენილი კანონმდებლობის ერთ-ერთი ძლიერი მხარეა.საქართველო უკვე ათწლეულებია არის უცხოური ინტერვენციის და პოლიტიკით მანიპულაციის მსხვერპლი. მზარდი ჰიბრიდული და საინფორმაციო ომისა და გეოპოლიტიკური გამოწვევების ეპოქაში, უცხოური ჩარევის გამჭვირვალობის ნაკლებობა ჩემს ქვეყანასა და საზოგადოებას მოწყვლად მდგომარეობაში ამყოფებს. პოლიტიკური პარტიების უცხოური დაფინანსება, სხვა ევროპული ქვეყნების მსგავსად, საქართველოშიც ეწინააღმდეგება კანონმდებლობას. ამის მიუხედავად, არაერთხელ გამოვლინდა პოლიტიკური პარტიების დაფინანსების ჩრდილოვანი სქემები არაკომერციული ორგანიზაციების დაფინანსების გზით, რაც არ იყო ცნობილი სახელმწიფოსა და ფართო საზოგადოებისთვის. წარმოდგენილ კანონმდებლობას აქვს გარკვეული მექანიზმები პოლიტიკურ პარტიებსა და არაკომერციულ ორგანიზაციებს შორის მსგავსი უკანონო კავშირების გამოსავლენად და თავის ასარიდებლად. ეს საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია 2024 წლის შემოდგომის არჩევნების წინ.საერთო ჯამში, საზოგადოებას შეეძლება არჩევნებისა და პოლიტიკური პროცესების შესაძლო უცხოური დაფინანსების შესახებ ინფორმაციის მიღება, რაც უფრო ხელმისაწვდომი გახდება საზოგადოებისთვის, რათა მათ ინფორმირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებები მიიღონ. სახელმწიფო უსაფრთხოება არის არა აბსტრაქცია, არამედ თითოეული მოქალაქის ხელშესახები უფლება,’’ - წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

ჰოროსკოპი

ტაბლოიდი 1713262390

„თუ ადამიანს არ უმართლებს, დაბადების დღე სხვა რიცხვში უნდა აღნიშნოს“ - ეზოთერიკოსის რჩევა

თუ ადამიანი წარუმატებელია არ უმართლებს, დაბადების დღე სხვა რიცხვში უნდა აღნიშნოს.  შეიძლება, მისი ცხოვრება შეიცვალოს, - ამის შესახებ ეზოთერიკოსმა ნინა სუსლოვამ განაცხადა.ვრცლად ↓

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713262070

პარლამენტში ძალიან სამარცხვინო ფაქტი მოხდა, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით - კახა კალაძე

„ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა, ძალადობას, პოლარიზაციასა და ბულინგს  ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება  მიუღებელია“, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მედიასთან ისაუბრა.მან სამარცხვინო უწოდა გუშინ, პარლამენტში მომხდარ თავდასხმას, რომლის მონაწილეც პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი იყო.„ძალიან მძიმე და სამარცხვინო ფაქტი მოხდა გუშინ პარლამენტში, ალეკო ელისაშვილის მონაწილეობით. კიდევ უფრო მეტი უბედურება იყო ის სტატუსები და განცხადებები, რაც პირდაპირ ძალადობის წახალისებაა. ჩვენ ეს არ გვიკვირს, რადგან ეს ადამიანები რადიკალურ დაჯგუფებას წარმოადგენენ. თავიანთი ტელევიზიებით სწორედ ისინი ახალისებენ ქვეყანაში ძალადობას, პოლარიზაციას, ადამიანების ერთმანეთის მიმართ ბულინგს და ა.შ. რა თქმა უნდა, ჩვენ, ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანებმა ამგვარ ქმედებებს ხელი უნდა შევუშალოთ იმიტომ, რომ ფიზიკური დაპირისპირება მიუღებელია“ - განაცხადა თბილისის მერმა.ამასთან, კახა კალაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, გიორგი ქადაგიძის განცხადებაზეც, რომელმაც აქციის მსვლელობისას, მოქალაქეებს ტრიბუნიდან მიმართა, რომ პარლამენტისთვის ალყა შემოერტყათ.დედაქალაქის მერის თქმით, ქვეყანაში სიტყვისა და გამოხატვის უფლება დაცულია, თუმცა ეს უნდა მოხდეს მშვიდობიანად და კანონის ფარგლებში.„სამწუხაროდ, ყოველთვის გამოჩნდებიან ხოლმე ადამიანები, რომლებიც მაქსიმალურად ცდილობენ პროვოკაციული სიტუაცია შექმნან. ჩვენ არაერთი ფაქტის მომსწრენი ვართ, როდესაც მსგავსი ტიპის განცხადებები კეთდება. შემდეგ ისინი, ვისაც ახალგაზრდები შეცდომაში შეჰყავს, აქციიდან იპარებიან. რა თქმა უნდა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლება ამ ქვეყანაში დაცულია. თუმცა, მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ყველაფერი კანონის ფარგლებში და მშვიდობიანად გააკეთონ. არავინ უნდა გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც კანონს მიღმა იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფოს, კანონის ფარგლებში, შესაბამისი რეაგირება მოუწევს“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

კახა კალაძე

პოლიტიკა 1713261992

გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს - კახა კალაძე მეთიუ მილერის განცხადებაზე

ვერ ვნახეთ, ვერცერთი ფაქტი და მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდება მოსამართლეების დანაშაული,  - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა მედიასთან აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის, მეთიუ მილერის განცხადების შეფასებისას განაცხადა.კახა კალაძის თქმით, მოსამართლეებთან დაკავშირებით ხელისუფლებამ ვერ მიიღო ბრალდების დამადასტურებელი ვერცერთი ფაქტი.„ამასთან დაკავშირებით არაერთხელ გაგვიკეთებია განმარტებები. მიუხედავად იმისა, რომ მოვისმინეთ ეს განცხადებები, ვერ ვნახეთ ვერცერთი ფაქტი, ვერცერთი მტკიცებულება, თუ რა დანაშაული აქვთ ჩადენილი აღნიშნულ მოსამართლეებს. შესაბამისად, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე რაიმე ქმედების განხორციელება, გინდ სამართლებრივად, გინდ ადამიანურად, ყველანაირი თვალსაზრისით, არ არის მიზანშეწონილი და გამორიცხულია, ხელისუფლებამ გადადგას ისეთი ნაბიჯი, რომელიც სცდება კანონის ფარგლებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

კვება

რჩევები 1713261900

კვებითი დარღვევების ნაკლებად ცნობილი ნიშნები: 5 ქცევა, რომელზეც არავინ ფიქრობს, რომ საშიშია

კვებითი დარღვევების ნაკლებად ცნობილი ნიშნები: 5 ქცევა, რომელზეც არავინ ფიქრობს, რომ საშიშია:1. ძალიან ბევრი ან ძალიან ცოტა წყლის დალევაჭარბი ან ნაკლები წყლის მიღება, ხშირად კვებითი აშლილობის თანმხლები მოვლენებია. პირველ შემთხვევაში, ადამიანს აქვს მოთხოვნილება, ჭარბი წყლის მიღებით „გაიწმინდოს“ ორგანიზმი ან საკვების ნაცვლად, წყლით დაკმაყოფილდეს. მეორე შემთხვევაში კი, კვებითი აშლილობის მქონე ადამიანი უარს ამბობს წყალზე, რათა თავიდან აიცილოს შებერილობის გრძნობა.2. სხვების კვებაზე ზრუნვაკვებითი დარღვევა, იმ ფსიქიკური პრობლემების რიცხვის მიეკუთვნება, რომლებიც თვითშედარების შედეგად ვითარდება. ამიტომ, კვებითი აშლილობის მქონე ბევრი ადამიანი, გამუდმებით აკვირდება გარშემომყოფების კვებითი ჩვევებს. უფრო მეტიც, მათ მოსწონთ სხვებისთვის საჭმლის მომზადება და გემრიელი დესერტების შეთავაზება, მაგრამ, როგორც წესი, თავად არასოდეს მიირთმევენ. დამატებით, ისინი სხვებს სთავაზობენ იმ საკვების მიღებას, რაზეც თავად უარს ამბობენ.3. მეტი სანელებლები და სურნელოვანი საკვებისანელებლები, კვებითი დარღვევების მქონე ადამიანებს, შფოთვას უმსუბუქებს. მაგალითად, მათი გადაჭარბებული რაოდენობა აგემრიელებს "უსაფრთხო" საკვებს ან პირიქით - განზრახ აფუჭებენ კერძს, რათა მისი დიდი რაოდენობით მიღება შეუძლებელი გახდეს.4. კულინარიულ გადაცემებსა თუ ბლოგებზე დამოკიდებულებაკვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს, შეუძლიათ აკვიატებულად უყურონ ვიდეოებს, სადაც სხვები ჭამენ ან ამზადებენ საკვებს. ამით, ისინი, ერთგვარად იკმაყოფილებენ ჭამის ფიზიკურ მოთხოვნილებას.5. იზოლირებული კვებაიზოლაცირებული ჭამის ჩვევა ახასიათებთ იმ ადამიანებს, ვისაც კვებითი დარღვევები აწუხებთ. მათთვის ჭამა შეიძლება იყოს სამარცხვინო გამოცდილება. კვებითი აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად სურთ თავიდან აიცილონ შფოთვა, რომელიც უკავშირდება სხვების მიერ მათი საკვების ან გარეგნობის შეფასებას.