მარნეულში სახლი გაქურდეს - წაღებულია ძვირფასეულობა

17:46 09-10-2019
65

მარნეულში რუსთაველის ქუჩაზე დაუდგენელმა პირებმა კერძო სახლი გაქურდეს, შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე ამ წუთებში ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.

მეპატრონის თქმით, წაღებულია 1000 ლარამდე თანხა და ოქროული, ქურდობის დროს ოჯახი მეჩეთში აშურას გლოვის დღეს ესწრებოდნენ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს.~

 

ავტორი: გიორგი მაზმიშვილი