იმერეთის რეგიონში რეაბილიტაცია 200 სკოლას უტარდება

15:29 09-10-2019
7

იმერეთის რეგიონში სულ 200 - მდე სკოლას უტარდება რეაბილიტაცია, სამუშაოებზე 9 020 000 ლარი დაიხარჯება.

სკოლებში შენობების გადახურვები ხორციელდება, ფასადების მოწესრიგება მიმდინარეობს, ეწყობა შიდა ინფრასტრუქტურა, სველი წერტილები და მონტაჟდება გათბობის სისტემები. - ინფორმაცის იმერეთის სამხარეო ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათივე განცხადებით, საჯარო სკოლების რეაბილიტაცია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულს პირად კონტროლზე ჰყავს აყვანილი.

საჯარო სკოლებისა და სხვა მიმდინარე თუ დასრულებული პროექტების შესახებ იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძემ მოადგილეებთან ერთად მუნიციპალიტეტის მერებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსებთან ერთად იმსჯელა. საუბარი ასევე შეეხო რეგიონში არსებულ გამოწვევებს, ხარვეზებსა და მათი აღმოფხვრის გზებს.