ზუგდიდში ზებრაზე მიმავალ ბავშვს ავტომობილი დაეჯახა (ვიდეო)

14:50 09-10-2019
8

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვართან ქვეითად მიმავალ მოზარდს ავტომობილი დაეჯახა. შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ მოხდა.

დაშავებული ზებრაზე გადადიოდა, რა დროსაც შემთხვევა მოხდა.

მოზარდი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას ამ წუთებში ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაჰყავს.

თვითმხილველების ინფორმაციით, 10 წლამდე ბიჭს გონება არ დაუკარგავს. 

 

ავტორი: თეა შონია