ვინ არის ზუგდიდელი ბიჭი, რომელიც „ფორსაჟის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს

13:52 09-10-2019
787

ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის დრამატული თეატრის მხატვარი ილია საჯაია „ფორსაჟი 9-ის“ გადამღებ ჯგუფში აიყვანეს. ინფორმაციას თეატრის Facebook- გვერდი ავრცელებს.

ჰოლივუდის ფილმის ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღებები თბილისში მიმდინარეობს.

ფორსაჟი“ ამერიკული მძაფრსიუჟეტიანი ფილმია. თბილისში მასიურ სარბოლო სცენებს იღებენ, რის გამოც თბილისსა და რუსთავში პერიოდულად რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა.

გადაღებები 20 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

ილია ასევე გახლავთ გოგი ალექსი-მესხიშვილის სტუდიის სტუდენტი და ჩეხეთში წარდგენილი სტუდენტური ნამუშევრების გამარჯვებული.

პრიზი „საუკეთესო სტუდენტური პავილიონისთვის“ პრაღის სცენოგრაფიისა და სივრცის კვადრიენალეზე საქართველოს სტუდენტურმა გამოფენამ მიიღო. კვადრიენალეზე, სადაც 80-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა, გამოირჩეოდა საქართველოს ეროვნული კუთხე და სტუდენტური პავილიონის გამოფენა – „მედეა/მედია“. შოთა რუსთაველის თეატრთან არსებული გოგი ალექსი-მესხიშვილის სცენოგრაფიის სკოლის სტუდენტების პროექტი აერთიანებდა ორ თემას – აფხაზეთის ოკუპაციას და მედეას. მან ზუგდიდში ქუჩის არაერთი პერფომანსი მოაწყო.

width=550

 

ავტორი: თეა შონია