ოჯახი 25 წლის ჯარისკაცს ეძებს

13:31 09-10-2019
247

25 წლის ლაშა ჩოჩიაშვილის პოვნას ოჯახი უკვე ერთი კვირაა უშედეგოდ ცდილობს. 25 წლის ახალგაზრდა ჯარისკაცია და ის მცხეთაში მსახურობდა.

ოჯახის ახლობლის ინფორმაციით, ლაშა ბოლოს ძმას ტელეფონით ესაუბრა, 2 სექტემბრის საღამოს, როდესაც ჯარიდან სახლში ბრუნდებოდა. მას შემდეგ ახალგაზრდა მამაკაცი არც სამხედრო სამსახურში გამოჩენილა და არც სახლში.

მომხდართან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებს დაუკავშირდა და უწყებებისგან ოფიციალურ განცხადებას ელოდება.

ავტორი: თორნიკე ხურციძე