ორი არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს 16 წლით პატიმრობა მიესაჯა

12:33 09-10-2019
48

სასამართლომ ორი პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ს.ბ. დამნაშავედ ცნო. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 10 დეკემბერს, თბილისში, ჯავახეთის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ს.ბ.-მ განზრახ მოკვლის მიზნით, დანით არასრულწლოვნებს ლ.თ-ს და ა.გ-ს სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა, შემდეგ კი შემთხვევის ადგილი დატოვა. დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად ლ.თ-ს და ა.გ-ს გადარჩენა მოხერხდა. სამართალდამცველებმა ს.ბ. იმავე დღეს ქ.თბილისში დააკავეს.

უწყების ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ ს.ბ. დამნაშავედ ცნო 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად 16 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.