ცხინვალის რეჟიმმა ე.წ. საზღვარი გაურკვეველი ვადით ჩაკეტა

11:10 09-10-2019
14

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ე.წ. საზღვარზე გადაადგილება გაურკვეველი ვადით სრულად ჩაკეტა. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ დე ფაქტო უშიშროების კომიტეტზე დაყრდნობით იუწყება.

გადაადგილება სრულად აიკრძალა „რაზდახანის“ (ახალგორის მიმართულება) და „სინაგურის“ (ზნაურის მიმართულება) ე.წ. გამშვებ პუნქტებზე. აკრძალვის მიზეზად დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი „ოფიციალური თბილისის მიერ სახელმწიფო საზღვრის რიგ მონაკვეთებზე ვითარების დაძაბვას“, მიზნად კი სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ასახელებს.

„აღნიშნული პუნქტების მუშაობის განახლება ვითარების ნორმალიზების შემდეგ იგეგმება“, - აცხადებს დე ფაქტო კომიტეტი.