1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9700 ლარი გახდა

08:39 09-10-2019
84

ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.9700 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 2.9636 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0064 შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.2738 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.2683 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0055 ლარი შეადგინა.