თაკო გაჩეჩილაძემ და ბორისლავ მილანოვამ ქორწილი თბილისში გადაიხადეს (ფოტოები)

00:38 09-10-2019
3321

ქართველმა მომღერალმა, თაკო გაჩეჩილაძემ დიდი ხანია თავისი ცხოვრება უცხოელ პროდიუსერსა და კომპოზიტორს, ბორისლავ მილანოვს დაუკავშირა, რომელიც „ევროვიზიაზე“ გაიცნო.

წყვილს გოგონა, გაბრიელაც შეეძინათ.

width=406

width=408

თუმცა, მათი ქორწილი გუშინ 8 სექტემბერს საქართველოში შედგა. თაკომ ქორწილში მხოლოდ უახლოესი მეგობრები დაპატიჟა, რომელთა შორის, რასაკვირველია, იყვნენ მისი დიდი ხნის მეგობრები ქართული შოუბიზნესიდან.

width=432

თაკოს და მის მეუღლეს ბედნიერების დღე სიმღერით მიულოცეს სტეფანემ, ქრისტინე იმედაძემ, ნინი ბადურაშვილმა, სალომე ბაკურაძემ და სხვებმა.

width=444