ვიდეოები

1714027380

VIDEO: „გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში…” – ანრი და მაგდალენა ჯოხაძეების საოცარი ნამღერი

ანრი ჯოხაძემ ფილარმონიაში სოლო კონცერტი გამართა. მომღერალმა დასთან, მაგდალენა ჯოხაძესთან ერთად დუეტში საოცრად იმღერა.,,ნიჭიერების ზეიმი, საამაყო და საყვარელი ქართველები”…,,გენაცვალეთ მაგ გენიალურ ხმაში”, – ვკითხულობთ კომენტარებში. 

ანრი და მაგდალენა

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ქართული ფული

1709715674

ნახეთ, რომელ სტუდენტებს დაუფინანსებს მერია გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურს

„თბილისში მცხოვრები სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შშმ სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, განცხადებების მიღება იწყება“, – ამის შესახებ თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.კახა კალაძის თქმით, აღნიშნული პროგრამა ძალიან მნიშვნელოვანია და ხელს უწყობს იმ უამრავ ახალგაზრდას, ვისაც მხარდაჭერა და თანადგომა სჭირდება.„მინდა, დავიწყო მნიშვნელოვან პროგრამასთან დაკავშირებით, რომელიც რამდენიმე წელია, მიმდინარეობს. ეს არის სტუდენტების სწავლის დაფინანსების პროგრამა. მინდა, ამასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ მოგაწოდოთ ინფორმაცია. 6 მარტიდან სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახის წევრი და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე სტუდენტებისთვის 2023-2024 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრის სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით ვიწყებთ განცხადებების მიღებას“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერის თქმითვე, დაფინანსდებიან თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებული პირები, რომლებიც ირიცხებიან ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე, აქვთ სტუდენტის აქტიური სტატუსი და არიან მრავალშვილიანი ოჯახის წევრები, სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან ბაზაში ან აქვთ შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.გასაცემი დაფინანსების ოდენობა დამოკიდებულია სტუდენტის მიერ წინა სემესტრში გავლილ საგნებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულ ქულაზე და სტუდენტებს შეუძლიათ, მიიღონ სემესტრული თანხის ფარგლებში არაუმეტეს 1125 ლარი. 50, 70 ან 100-პროცენტიანი დაფინანსება“, -თქვა კახა კალაძემ.

სხვა სიახლეები

რატი იონათამიშვილი

პოლიტიკა 1714046905

ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, ვალდებულია ნებისმიერი რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენელმა დაგმოს ეს რეზოლუცია და პირველ რიგში მისი ავტორები - რატი იონათამიშვილი

ევროპარლამენტის რეზოლუციის ერთ-ერთ ვერსიაში, რომელიც ევროპის სახალხო პარტიის მიერ არის მომზადებული, აფხაზეთი ცალკე სახელმწიფოდ არის მოხსენიებული.უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ოკუპირებული აფხაზეთის ცალკე მოხსენიება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ორმაგ სტანდარტს, რეზოლუცია კი პოლიტიკური სპეკულაციის ნაწილია."ამ ოდიოზურმა ევროპარლამენტარების ჯგუფმა, ფაქტობრივად დააინიცირა რუსული რეზოლუცია, სადაც, ერთი მხრივ, საუბარია, რომ თითქოს აფხაზეთი არის დამოუკიდებელი სახელმწიფო და სხვა პუნქტებში საუბრობენ საქართველოს დასანქცირებაზე. შესაბამისად, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს ადამიანები არიან "ნაციონალური მოძრაობის" არა მხოლოდ მოკავშირეები, არამედ - მათ მფარველებიც. ვალდებულია რადიკალური ოპოზიციის ნებისმიერი წარმომადგენელი, გამოვიდეს და დაგმოს ეს რეზოლუცია და, პირველ რიგში, მისი ავტორები. თუ ამას არ გააკეთებენ, ფაქტი იქნება ეს აღიარებითი ჩვენება, რომ რადიკალური ოპოზიცია არის რუსული ოპოზიცია და ისინი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მოქმედებენ,"- აცხადებს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილი.დოკუმენტში, რომლის ავტორებად რამდენიმე ევროპარლამენტარია მითითებული, მათ შორის, მირიამ ლექსმანი, მაიკლ გელერი, დევიდ მაკალისტერი და ანდრიუს კუბილიუსი სამოტივაციო ნაწილში წერია: "კანონპროექტი მოდელირებულია მსგავსი კანონიდან, რომელიც 2012 წელს მიიღო რუსეთმა, ცოტა ხსნის წინ კი ყირგიზეთმა და აფხაზეთმა". ჩანაწერი შეჯერებულ ვარიანტში აღარ არის, მაგრამ შესწორება არ შესულა ინიცირებულ პროექტში.

თინა ბოკუჩავა

პოლიტიკა 1714046776

ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის - თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, თინა ბოკუჩავა ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას გამოეხმაურა. მის შეფასებით, ბიძინა ივანიშვილი და მმართველი პარტია "ქვეყნის ევროპულ მომავალს საბოტაჟს უწყობენ"."ყველას ძალიან კარგად ესმის, რომ ივანიშვილი და მისი პარტიის წევრები არიან პირადად პასუხისმგებლები საქართველოს ევროპული მომავლის საბოტაჟზე. ეს ნამდვილად არის უმკაცრესი გაფრთხილება პირადად ივანიშვილისთვის. ასევე, მე როგორც ვიცი, პირად გაფრთხილებას მიიღებს ევროკავშირისგან ამ თვის ბოლოს და ეს იქნება ნამდვილად ბოლო გაფრთხილება მისთვის," - აღნიშნა თინა ბოკუჩავამ.ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

 შალვა პაპუაშვილი

პოლიტიკა 1714046547

ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის რამდენიმე წევრის ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ - შალვა პაპუაშვილი ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციაზე

ევროპარლამენტში მიღებულ რეზოლუციას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა. მისი შეფასებით, ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, თუმცა, მას არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია არ აქვს. შესაბამისად, პაპუაშვილის თქმით, ქვეყანასთან დაკავშირებით რეალური ძალა არ გააჩნია."ევროპარლამენტის რეზოლუცია არის პოლიტიკური დოკუმენტი, რომელსაც არ აქვს არანაირი აღმასრულებელი ფუნქცია და ძალა. გადაწყვეტილებებს მოლაპარაკების დაწყება-არ დაწყებაზე, სანქცირებასა და საერთოდ ყველაფერზე იღებს ევროკომისია, ევროპის საბჭო. ასე რომ, ეს გახლავთ რამდენიმე დეპუტატის მიერ წამოწყებული ის კამპანია, რომელსაც ისინი უკვე დიდი ხანია აწარმოებენ ქართველი ხალხის წინააღმდეგ. ასე რომ ეს რეზოლუციაც, ისევე როგორც წინა სამ რეზოლუცია, რომელშიც უარესები ეწერა ლამის შიგნით, ესეც არის წარმავალი, ევროპარლამენტის წევრების ბოლო პწკენა ქართველი ხალხის მიმართ, რაც სამწუხარო რეალობაა. ივნისში არჩევნები არის ევროპარლამენტის და მე იმედი მაქვს, რომ ევროკავშირის მოქალაქეები უფრო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებენ და სათანადო მანდატს გადასცემენ სათანადო პირებს," - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.ცნობისთვის, საქართველოს შესახებ მომზადებული რეზოლუციის კენჭისყრა ევროპარლამენტში რამდენიმე წუთის წინ დასრულდა. ევროდეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ხუთივე შესწორებას. შესაბამისად, რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ გამჭვირვალობის კანონი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და ეწინააღმდეგება ქვეყნის ევროპულ ამბიციებს, ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები კი ვერ დაიწყება, ვიდრე ეს კანონი საქართველოს სამართლებრივი წესრიგის ნაწილი იქნება.დოკუმენტში საუბარია ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებაზე, სააკაშვილის ჰუმანიტარული მიზნით გათავისუფლებაზე, ინიციირებული კანონის გავლენაზე ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების ნაწილში, ასევე - მოწოდებაზე, გაუქმდეს შემოთავაზებული საკონსტიტუციო კანონმდებლობა, რომელიც ლგბტქიუ პირების უფლებებს ზღუდავს.

გიორგი ვოლსკი

პოლიტიკა 1714046491

რეზოლუციაში აფხაზეთის თანასწორუფლებიან პოლიტიკურ ერთეულად მოხსენიება, საქართველოს მიმართ ზოგიერთი ევროპარლამენტარის დამოკიდებულებას წარმოადგენს - ვოლსკი

„ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენლებს შეუძლებელია არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რასაც წარმოადგენს დღეს აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის ტერიტორია, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.მისი თქმით, რეზოლუციაში ოკუპირებული აფხაზეთის დამოუკიდებელ პოლიტიკურ ერთეულად ყირგიზეთთან ერთად მოხსენიება, საქართველოს მიმართ მათ რეალურ დამოკიდებულებას წარმოადგენს.„კუბილიუსი და ევროპარლამენტის რამდენიმე დეპუტატი ის ბირთვია, რომლებიც საქართველოს მიმართ მუდმივად აგრესიულად არიან განწყობილი, ითხოვენ სანქციებს. გამორიცხულია, არ ჰქონდეთ ინფორმაცია, რას წარმოადგენს დღეს აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის ტერიტორია და მათი მოხსენიება, როგორც დამოუკიდებელი პოლიტიკური ერთეული ის პათოსია, რასაც ატარებენ. საქართველოს საკითხების მიმართ მათი დამოკიდებულება გამოიხატება, თუნდაც ამ ერთ ფრაზაში, რომელიც მათი ხელმოწერით არის წარმოდგენილი საერთო რეზოლუციის სახით. ეს არის „ევროპის სახალხო პარტიის“ წარმომადგენელთა დიდი ჯგუფი, თუმცა სხვებიც არ აკლებენ. ეს არის პათოსი, მათი ხედვა – ყირგიზეთი და აფხაზეთი მოხსენიებულია,როგორც თანასწორუფლებიანი პოლიტიკური ერთეულები”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.„ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მომზადებულ რეზოლუციის პროექტში ოკუპირებული აფხაზეთი დამოუკიდებელ სახელმწიფოდ არის მოხსენიებული. რეზოლუციის პროექტში, რომელიც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით „ევროპის სახალხო პარტიამ“ შეიმუშავა და რომელიც ევროპარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული, ნათქვამია, რომ „ქართული კანონპროექტი რუსულის მიხედვით შეიქმნა და ასეთივე კანონმდებლობა ცოტა ხნის წინ ყირგიზეთსა და აფხაზეთში მიიღეს“.

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

საზოგადოება 1714045310

თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს

საქართველოს თავდაცვის ძალები 25 აპრილს ლოჯისტიკის დღეს აღნიშნავს. პროფესიული დღის აღსანიშნავი საზეიმო ცერემონიალი ოსიაურში, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის დაცვის ბატალიონის ბაზაზე გაიმართა. პირად შემადგენლობას ლოჯისტიკის დღე თავდაცვის მინისტრის მოადგილემ სერგო ჯანელიძემ და საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯონი ტატუნაშვილმა მიულოცეს. სიტყვით გამომსვლელებმა ყურადღება გაამახვილეს თავდაცვის ძალებისთვის ლოჯისტიკური უზრუნველყოფის მნიშვნელობაზე, ასევე, ლოჯისტიკის შესაძლებლობების განვითარებისა და მოდერნიზაციის კუთხით გადადგმულ ნაბიჯებზე.ღონისძიება დაჯილდოების ცერემონიით გაგრძელდა. სამხედრო მოსამსახურეები საბრძოლო მომზადებაში მიღწეული წარმატებისა და ჯარების მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნებისთვის დაჯილდოვდნენ მედლებით - "გენერალი კვინიტაძე", ხოლო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლებით - "სამშობლოსთვის თავდადებული". ლოჯისტიკოსებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის საშტატო იარაღი, ასევე, სწავლებების მართვის ან დაგეგმარების დროს გამოჩენილი მაღალი პროფესიონალიზმისა და ნაყოფიერი მონაწილეობისთვის მედლები - „გიორგი ანწუხელიძე" გადაეცათ.ლოჯისტიკის დღისადმი მიძღვნილი საზეიმო ცერემონიალის ფარგლებში, სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე შეიარაღებისა და ტექნიკის გამოფენაც გაიმართა.