ავტოავარია ბათუმში - დაშავებულია მოპედის მძღოლი

16:13 09-09-2019
84

ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა ბათუმში. არსებული ინფორმაციით, გორგილაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთასთან ერთმანეთს მსუბუქი ავტომობილი და მოპედი შეეჯახნენ. შემთხვევის შედეგად მოპედის მძღოლი დაშავდა. მას სხვადასხვა სახის დაზიანება აქვს.

სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა ადგილზეა, პოლიციაში კი აცხადებენ, რომ ავარიის შესახებ შეტყობინება არ შესულა.

ავტორი: ზაზა ტაკიძე