როგორ დახვდნენ ტყვეობიდან გათავისუფლებულებს კიევსა და მოსკოვში - ნახეთ განსხვავება

12:38 09-09-2019
36

რუსეთმა და უკრაინამ ტყვეები გაცვალა. მოსკოვსა და კიევში 35 ადამიანი დაბრუნდა, თუმცა მათ სხვადასხვა დახვედრები მოუწყვეს.

უკრაინაში ჩასულებს აეროპორტში ელოდნენ დატყვებებულების მეგობრები, ნათესავები და ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი.

თითქმის იმავე დროს, მოსკოვში ჩაფრინდნენ ისინი, ვინც უკრაინაში დააკავეს. მათი ნახვა მხოლოდ სახელმწიფო ტელევიზიების ჟურნალისტებმა შეძლეს. რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი ამ დროს მოსკოვის დღეს აღნიშნავდა.