ვეგანებს და ვეგეტარიანელებს ინსულტის უფრო დიდი შანსი აქვთ ვიდრე ხორცის მოყვარულებს

12:02 09-09-2019
124

ადამიანებში, რომლებიც მხოლოდ მცენარეებზე დაფუძნებულ დიეტას იცავენ, ინსულტის რისკი 20%-ით მეტია. მკვლევარები ფიქრობენ რომ ამის მიზეზი შეიძლება იყოს ვიტამინ B12-ის დაბალი შემცველობა. ამასთან, მათი თქმით, საბოლოო დასკვნებისთვის საჭიროა დამატებითი გამოკვლევები.

ეს დასკვნა ფართომასშტაბიანი კვლევის შედეგად გაკეთდა, რომელიც 18 წელი გრძელდებოდა. მეცნიერებმა გამოიკვლიეს 48 ათასი ადამიანის კვებითი რეჟიმი და ცხოვრების წესი. ამ ნაშრომის შედეგები გამოქვეყნებულია ბრიტანეთის სამედიცინო ჟურნალში.

დიეტოლოგების აზრით, როგორიც არ უნდა იყოს ადამიანთა რაციონი, ჯანმრთელობისთვის ყველაზე კარგია სხვადასხვა ტიპის საკვების შეზავება.

გამორიცხული არ არის, რომ ვეგანებში ინსულტის მაღალი შანსები დაკავშირებული იყოს არა ადამიანების რაციონთან, რომლებმაც უარი თქვეს ხორცზე, არამედ მათ ყოველდღიურ ჩვევებთან.

ნიშნავს თუ არა ეს ყველაფერი იმას რომ ვეგეტარიანული კვება - მავნებელია?

ბრიტანული დიეტური ასოციაციის წარმომადგენელი ფრანკი ფილიპსი ასე არ ფიქრობს, რადგან გამოკვლევა ემყარებოდა დაკვირვებას და არა პირდაპირ შესწავლას

„მათ უყურეს თუ რას მიირთმევენ ადამიანები და ეს გრძელდებოდა მრავალი წლის განმავლობაში, ასე რომ აქ შეგვიძლია ვისაუბროთ კორელიციაზე და არა მიზეზებზე“ - განმარტავს ის.

როგორი კვება არის ყველაზე სასარგებლო?

• ყოველდღიურად მიიღეთ ხილის ხუთი სახეობა და სხვადასხვა ბოსტნეულები

• მოამზადეთ საკვები, რომელიც უხვად შეიცავს სახამებელს - კარტოფილი, პური, ბრინჯი

• ცილები - ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები, პარკოსნები

• თქვენს რაციონში შეიტანეთ რძე ან რძის შემცვლელი პროდუქტები

• პროდუქტები რომლებიც შეიცავენ შაქარის ან მარილის მაღალ ოდენობას -მიიღეთ მცირე ოდენობით

ადამიანები რომლებსაც კვების რაციონში შეაქვთ ხორცპროდუქტები, იღებენ საკმარისი ოდენობით ვიტამინ B12-ს, რომელიც სისხლის მიმოქცევისა და ნერვული სისტემისთვის არის აუცილებელი.

ავტორი: მარიამ გიგანი