ახალ თავდაცვის მინისტრს სამინისტროში ძველმა უმასპინძლა

11:02 09-09-2019
84

საქართველოს თავდაცვის ახალმა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პირველი სამუშაო დღე დილის 9 საათზე დაიწყო.width=960

მას უწყების ყოფილმა ხელმძღვანელმა ლევან იზორიამ უმასპინძლა. ირაკლი ღარიბაშვილს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და საერთაშორისო მისიებში დაღუპულ გმირთა მემორიალთან დახვდნენ./

საქართველოს სახელმწიფო ჰიმნის შესრულების შემდეგ, მოქმედმა და ყოფილმა თავდაცვის მინისტრებმა, ასევე თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაცნობითი შეხვედრა გამართეს. ირაკლი ღარიბაშვილმა სამინისტროში განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიიღო და უწყების თანამშრომლებს საკუთარ პრიორიტეტები და გეგმები გააცნო.

საქართველოს პარლამენტმა პლენარულ სხდომაზე საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ნდობა 8 სექტემბერს გამოუცხადა.