„პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქტივისტებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

18:55 09-08-2019
30

მოძრაობა „სირცხვილია“-ს აქტივისტებს პარტია „პატრიოტთა ალიანსის“ მხარდამჭერები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ამ დროისთვის, პარტიის რამდენიმე მხარდამჭერი პოლიციას გაჰყავს ადგილიდან. 

აქციაზე პოლიციელების დიდი რაოდენობა შეინიშნება, რომლებმაც უფრო მწვავე დაპირისპირება აღკვეთეს და პოლიციის დაუმორჩილებლობისთვის 3 პირი დააკავეს. 

მოგვიანებით შსს ინფორმაციას ამის შესახებ გაავრცელებს.

შეგახსენებთ, მოძრაობა „სირცხვილია“ დღეს საპროტესტო 81-ე დღეს მართავს.