დავით ბერძენიშვილი ემზარ კვიციანს ემუქრება

16:07 09-08-2019
12037

მას შემდეგ რაც, პარლამენტთან დეპუტატი ემზარ კვიციანი თავს აქტივისტ ზუკა ბერძენიშვილს დაესხა, „პრაიმტაიმი“ რესპუბლიკური პარტიის ლიდერს დავით ბერძენიშვილს დაუკავშირდა. ზუკა ბერძენიშვილი დავით ბერძენიშვილის შვილია. 

პრაიმტაიმთან“ის კომენტარს როგორც მშობელი არ აკეთებს. ამბობს, რომ კვიციანი უწიგნური და უზრდელია. ბერძენიშვილის შეფასებით, პარტია, რომელსაც კვიციანი წარმოადგენს, არაპოლიტიკურია და ის საქართველოს მთავრობის მიერ „სწრაფი რეაგირების“ ჯგუფია.

„როგორც მამა ვერ გავაკეთებ კომენტარს, ზუკა არასრულწლოვანი არაა. თუმცა, ვიტყვი, რომ ემზარ კვიციანი ერთი უწიგნური კაცია და უზრდელიც. არჩევნებზე ხალხი გადაწყვეტს ვინ რა დოზით უნდა მოხვდეს პარლამენტში. „პატრიოტთა ალიანსი“ - ესაა რუსეთის მიერ გამოკვებილი არაპოლიტიკური ჯგუფი, რომელიც დღეს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების სწრაფი რეაგირების კორპუსს წარმოადგენს“ - აცხადებს დავით ბერძენიშვილი.

დავით ბერძენიშვილი დეპუტატ კვიციანს სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა.

„ემზარ, როგორ დაგერხევა, რო იცოდე!“ - წერს დავით ბერძენიშვილი.

შეგახსენებთ, დღეს პარლამენტთან მოძრაობა „სირცხვილია“-ს წევრები გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრის პოსტზე დამტკიცებას აპროტესტებენ. იქ შეკრებილ აქტივისტებს შორის ერთ-ერთს, ზუკა ბერძენიშვილს, რომელიც დავით ბერძენიშვილის შვილია, დეპუტატმა ემზარ კვიციანმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფიზიკურად გაუსწორდა.