რა ერქმევა „კურიერის“ ნაცვლად „მთავარ არხზე“ საინფორმაციო გამოშვებას

12:58 09-08-2019
855

„მთავარ არხზე“ საინფორმაციო გამოშვებას „მთავარი“ ერქმევა. „კურიერი“ რჩება „რუსთავი 2“-ზე. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ნანუკა ჟორჟოლიანი ესაუბრა.

„ჩემი გადაცემა სოციალურ თემებზე იქნება და „სხვა ნანუკა“ ერქმევა. საინფორმაციო გამოშვებას კი „მთავარი“ – ამბობს ნანუკა ჟორჟოლიანმა.  

ასევე, ცნობილია გადაცემა „პოსტ კრიპტუმის“ ნაცვლად „მთავარი არხის“ კიდევ ერთი გადაცემის სახელწოდება -  „პოსტ ფაქტუმი“, რომელსაც გიორგი გაბუნია წაიყვანს.