ენოტმა მოსამართლის სახლი დაარბია, მან კი ცხოველს „განაჩენი“ გამოუტანა

11:37 09-08-2019
120

აშშ-ში ტეხასში ადგილობრივი მოსამართლის მეთიუ რაიტის სახლში ენოტი შევარდა და დარბევა მოაწყო. ამის შესახებ კაცი Facebook-ზე წერს.

მოსამართლის ინფორმაციით, ენოტი მასთან „სტუმრად“ დილის ხუთზე მივიდა და გარშემო ყველაფრის მტვრევა დაიწყო. კაცი ყვება რომ ენოტის დაჭერას 20 საათის განმავლობაში უშედეგოდ ცდილობდა.  

თუმცა შემდეგ კაცმა ენოტს ხაფანგი დაუგო, სადაც ბევრი საკვები მოათავსა, იმ იმედით, რომ მოშივდებოდა მახეში გაებმებოდა. 

20 საათის შემდეგ ენოტი მახეში გაება და ის კაცმა გალიაში მოათავსა. როგორც მოსამართლე აცხადებს, მან ენოტს „განაჩენი“ გამოუტანა და 30 წუთის მანძილზე გალიაში დაატყვევა. შემდეგ კი ცხოველი ვადამდე გაათავისუფლა. 

წყარო: imedinews,ge