ვიდეოები

1713427585

Eurostat: თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა

თებერვალში, 6-თვიანი პაუზის შემდეგ ლიეტუვამ რუსული მარცვლეულის შესყიდვა განაახლა. ამის შესახებ Eurostat-ის სტატისტიკური მონაცემები მეტყველებს.ლიეტუვამ მარცვლეულის რეგულარული იმპორტი 2023 წლის მაისში შეწყვიტა, მარცვლეულის ბოლო პარტია კი რუსეთიდან ქვეყანაში 2023 წლის ივლისში შევიდა. ამის შემდეგ რუსეთიდან ლიეტუვაში მარცვლეული მხოლოდ 2024 წლის თებერვალში შევიდა - საუბარია 1,95 მილიონი ევროს ღირებულების 12,2 ტონა მარცვლეულზე.პარალელურად, რუსეთიდან მარცვლეულის იმპორტს ზრდის ლატვია, რომელმაც ზამთრის ბოლოს რუსეთიდან 10 მილიონი ევროს ღირებულების 58,8 ათასი ტონა მარცვლეული შეიძინა, წინა თვეში შეძენილი მარცვლეულის ღირებულება კი 8,7 მილიონ ევროს შეადგენდა.საერთო ჯამში, ევროკავშირის ქვეყნებმა 2024 წლის თებერვალში 16,9 მილიონი ევროს ღირებულების 92,6 ათასი ტონა რუსული მარცვლეული შეიძინეს.  ფოტო: dpa

ფოტო: dpa

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

სალომე ზურაბიშვილი

პოლიტიკა 1713462129

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია - სალომე ზურაბიშვილის მე-6 ვეტო

პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები უკვე პარლამენტშია. მე-6 ვეტო სალომე ზურაბიშვილმა ქალთა კვოტირების გაუქმების კანონს დაადო. მოტივი იგივეა, რაც წინა შემთხვევებში - განცხადებაში წერია, რომ "ცვლილება საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე მორიგი უკან გადადგმული ნაბიჯია". არგუმენტად პრეზიდენტს ის მოჰყავს, რომ გენდერული კვოტების საკითხი 12 რეკომენდაციის მე-9 პუნქტია, რომელიც ევროკომისიამ საქართველოს შესრულებულადაც ჩაუთვალა. ცვლილებების ავტორები ასე არ ფიქრობენ.საარჩევნო სიების ფორმირებისას გენდერული კვოტების გაუქმება "გირჩის" ინიციატივაა, რომელსაც "ოცნებამ" მხარდაჭერა იმ მიზნით გამოუცხადა, რომ საპასუხოდ პარტია ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატურას დაუჭერს მხარს. ეს პოლიტიკური შეთანხმება მმართველი გუნდის უმრავლესობისთვის მისაღებია, რადგან თვლიან, რომ კვოტირებამ ბოლო 4 წელიწადში ეფექტურად იმუშავა.ოპოზიციის ნაწილმა პრეზიდენტის გადაწყვეტილება მოიწონა. მათ შორის იმ ქალებმა, რომლებიც პარლამენტში აქტიურად საქმიანობენ. მათი თქმით, იმ პირობებში, როდესაც ქალები პროფესიულ საქმიანობაში ბევრ ბარიერს აწყდებიან, კვოტების დროებითი ნორმა სასიკეთო საქმეს მოემსახურებოდა.უმრავლესობაში თვლიან,რომ კვოტირებამ თავისი საქმე გააკეთა და ქალების წახალისების საჭიროება დღეს აღარ დგას. ახლა ქალების გაძლიერება თითოეული პარტიის პირადი ნება იქნება, ვეტოს დასაძლევად კი მზად არიან.პრეზიდენტის მოტივირებული შენიშვნები განსახილველად იურიდიულ საკითხთა კომიტეტს გადაეცა, რის შემდეგაც ის პლენარულ სხდომაზე გავა, სავარაუდოდ, მომდევნო სასესიო კვირას. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც სავალდებულო გენდერული კვოტირების გაუქმებას გულისხმობს, პარლამენტმა მესამე მოსმენით, 4 აპრილს 85 ხმით 22-ის წინააღმდეგ დაამტკიცა. "გირჩის" მიერ ინიციირებული პროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო.

ლელა წურწუმია

ტაბლოიდი 1713462000

EXCLUSIVE: „შეიძლება, ნიჭიერი იყო და ღმერთმაც ყველაფერი მოგცეს, მაგრამ თუ არ იშრომებ, არაფერი გამოვა“ - ლელა წურწუმია

ქართული ესტრადის ვარსკვლავი, მომღერალი და ტელეწამყვანი ლელა წურწუმია „პრაიმტაიმმა“ ჩაწერა.- ლელა, თქვენი კონცერტები ყოველთვის ანშლაგით მიმდინარეობს, ძალიან უყვარხართ მსმენელს და მათგან დიდი ენერგია მოდის, როგორ ახერხებთ, ყოველთვის ყურადღების ცენტრში ყოფნას?- პირველ რიგში, ძალიან დიდი შრომის ფასად მოდის ეს ყველაფერი. შეიძლება, ნიჭიერი იყო და ღმერთმაც ყველაფერი მოგცეს, მაგრამ თუ არ იშრომებ, არაფერი გამოვა. აუცილებლად უნდა აჰყვე "ფეხის ხმას", დღეს ინტერნეტის თაობაა, 21-ე საუკუნეა და ვერ ჩარჩები წარსულში. თუ არ გაიზარდე, თუ არ იმუშავე საკუთარ თავზე, გარეგნობაზე, ჩაცმულობაზე, ეს ყველაფერი, გარეგნობა და ჩაცმულობა, დაახლოებით, 50 პროცენტია იმისა, რასაც ქმნი, შემდეგ რეპერტუარი და ის, რომ ეს ყველაფერი ხდება ცოცხალი შესრულებით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი - იხარჯები ბოლომდე, აკეთებ მაქსიმუმს, რადგან მოსული მაყურებელი დარჩეს კმაყოფილი. დაახლოებით, 22-23 სიმღერას ვასრულებ კონცერტზე, რაც ქრონოლოგიურად საკმაოდ დიდია. - ცნობილი ფაქტია, რომ თქვენი ბენდის წევრებთან საოცრად კარგი ურთიერთობა გაქვთ. გიორგი თორაძე ამაზე ხშირად საუბრობს ხოლმე...  - ძალიან მიყვარს, ჩემი ბენდის წევრია და ერთ-ერთი მარგალიტია, რომელიც ძალიან უხდება სცენას, ძალიან არტისტული და ძალიან ნიჭიერი ბიჭია. მსმენელს განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვს ჩვენს დუეტთან. მიუხედავად იმისა, რომ მე ამ სიმღერას „ერთი სიყვარულის ამბავი“  სტეფანესთან ერთად ვმღეროდი, ძალიან კარგად გაიჟღერა გიორგისთან ერთად და ყოველთვის ელოდებიან...გარდა იმისა, რომ მაყურებელზე ვმუშაობ, ჩემს ბენდსაც განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ, იმიტომ, რომ სხვანაირად არ შეიძლება... მუსიკოსები უნდა გაამხნევო, უნდა შეუფასო და დაუფასო შრომა, რომ არა ისინი, ვერ იქნება ერთობლიობა და ყველა ცალ-ცალკე ვიქნებით, ამიტომ ეს სიყვარული და სითბო ამ ადამიანების მიმართ უნდა გამოხატო.  - თქვენს და გიორგის დუეტს სოციალურ ქსელებში ყოველთვის დიდი გამოხმაურება აქვს, ხშირია კომენტარებიც, თუ სად არის, ამ დროს, მამულიჩა, საინტერესოა, კახის რა რეაქცია აქვს ამ ყველაფერზე? - მამულიჩა ამ ყველაფერს იღებს ხოლმე, შესაბამისად, პასუხიც გასაგებია...- ბოლო დროს, რამდენიმე გადაცემაში ისაუბრეთ თქვენსა და თქვენს შვილზე, მარიკოზე, საკმაოდ ემოციური ინტერვიუები იყო, საინტერესოა, ამის შემდეგ მან თუ გითხრათ რამე, როგორი რეაქცია ჰქონდა?- ძალიან ჩვეულებრივი, იმიტომ, რომ მე მარიკოსთან საკმაოდ ხშირად ვსაუბრობ და ძალიან ხშირი კომუნიკაცია გვაქვს... ძალიან ჭკვიანი და გონებაგახსნილი გოგოა, ძალიან თბილი და კეთილია. ასე რომ, მისი დამოკიდებულება აბსოლუტურად ადეკვატური იყო, ჩვენ ამაზე ადრე გვისაუბრია და ეს ყველაფერი მან ძალიან კარგად იცოდა. - სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?- იქნება ბათუმის სეზონი, გადაცემის მე-8 სეზონი უნდა დავხურო, ასევე, ვმუშაობ ახალ ალბომზე. 

პარლამენტის პლენარული სხდომა

პოლიტიკა 1713461704

როგორია „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტზე“ საერთაშორისო გამოხმაურებები - პარტნიორების მორიგი კრიტიკა

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის კანონპროექტის“ პირველი მოსმენით დამტკიცებას, დღეს, დღის ბოლოს სახელმწიფო დეპარტამენტი მორიგი განცხადებით ეხმაურება. მეთიუ მილერი წერილში ამბობს, რომ კანონპროექტი ქვეყნის პროგრესზე ევროკავშირისკენ გზაზე ნეგატიურად აისახება და მმართველ ძალას მის უკან გაწვევას ურჩევს.სახელმწიფო დეპარტამენტის მსგავსად, იმავე შინაარსით, საერთო წერილს ავრცელებენ ევროპარლამენტარებიც - დევიდ მაკალისტერი, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი.სახელისუფლებო გუნდი კი, ამ გზავნილების პასუხად, პარტნიორებს და ოპოზიციას იმ კონკრეტული არგუმენტების დასახელებას სთხოვს, რის გამოც მათთვის პროექტი მიუღებელია. მმართველი ძალა გამჭვირვალობის აუცილებლობაზე კიდევ ერთხელ საუბრობს. განმარტავენ, რომ პროექტი მხოლოდ ფინანსური დეკლარაციის შევსებას გულისხმობს, რაც უცხოეთიდან შემოსული თანხების მიზნობრიობას მეტად გამჭვირვალეს გახდის და ეროვნულ სუვერენიტეტს გააძლიერებს.არგუმენტების დასახელებას ითხოვს ოპოზიციაც, თუმცა სახელისუფლებო გუნდისგან. მმართველი ძალის ოპონენტები კვლავ ფიქრობენ, რომ კანონის მიღების საჭიროება საქართველოს არ უდგას. ისინი „ქართულ ოცნებას“ ურჩევენ გაიზიაროს პარტნიორების გზავნილები და პროექტი უკან გაიწვიოს.მმართველი ძალის ოპონენტები იმასაც ამბობენ, რომ თუ "ქართული ოცნება" პარტნიორების ნებას არ დაჰყვება, ამან შესაძლებელია სუვერენიტეტის კუთხით დამატებითი პრობლემები წარმოქმნას.„ქართულ ოცნებაში" ოპოზიციის პასუხად განმარტავენ, რომ პირიქით, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი ქვეყნის სუვერენიტეტს აძლიერებს. სახელისუფლებო გუნდში დღეს ისიც თქვეს, რომ პარტნიორების რეკომენდაციებს სახელმწიფოს პრიორიტეტების გათვალისწინებით იზიარებენ.საკანონმდებლო ორგანომ რამდენიმე დღიანი განხილვის შემდეგ, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" შესახებ პროექტი პირველი მოსმენით გუშინ დაამტკიცა. მას 83 დეპუტატის მხარდაჭერა ჰქონდა, ოპოზიციამ კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიიღო.

აქცია

პოლიტიკა 1713461531

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად აქციას დღეს სტუდენტური მოძრაობები მართავენ

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გასაპროტესტებლად დღეს ქუჩაში მხოლოდ სტუდენტური მოძრაობები გამოვიდნენ. ახალგაზრდები ჯერ პარლამენტის შენობის წინ შეიკრიბნენ, მოგვიანებით კი მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლეს.ცოტა ხნის წინ კი მიიღეს გადაწყვეტილება, რომ „ქართული ოფისის“ მიმართულებით გადაინაცვლონ და იქ განაგრძონ პროტესტი.ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა „დაფიონი“, ოპოზიციონერი პოლიტიკოსებისგან განსხვავებით თვლის, რომ პროტესტი უწყვეტი უნდა იყოს და საზოგადოება არ უნდა დაელოდოს კანონპროექტის მეორე და მესამე მოსმენებს.სტუდენტების დღევანდელ აქციაზე პოლიტიკური ლიდერები არ იმყოფებიან.

გოგო

რჩევები 1713460609

5 ფრაზა, რომელსაც მხოლოდ სუსტი ადამიანები ამბობენ

„ჯერ ჩემს პარტნიორს ან მშობელს უნდა ვკითხო“ზოგიერთი სიტუაცია, აუცილებლად მოითხოვს ოჯახის სხვა წევრების კონსულტაციასა და დახმარებას. მაგრამ თუ გამუდმებით ამბობთ, რომ ყოველი გადაწყვეტილების მიღების წინ, სხვა ადამიანს უნდა ჰკითხოთ აზრი, გამოდის, რომ თავად არასოდეს აკეთებთ არჩევანს...„ზოგჯერ, ძალიან ზედმეტები მომდის“ნუ მოიხდით ბოდიშს საკუთარი ხასიათის გამო. ბოდიში უნდა მოიხადოთ მაშინ, თუკი ვინმეს აწყენინებთ, მაგრამ არა იმისთვის, რომ ვიღაცის აზრით, ზედმეტად ემოციური ან ექსპრესიული ხართ! „ბოდიში“ - მაშინ, როდესაც საბოდიშო არაფერიაბოდიში, წარმოუდგენლად ღირებული სიტყვაა მაშინ, როცა მისი წარმოთქმის დროა. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ საკუთარი შეცდომის აღიარება.მაგრამ, არ უნდა მოიხადოთ ბოდიში იმისთვის, რაც არ იყო თქვენი ბრალი და პასუხისმგებლობა. თქვენ არ უნდა მოიხადოთ ბოდიში მაშინ, როდესაც ეს სიტყვა, თქვენი სათქმელი არ არის.„არ გამომივა“შეიძლება არ გინდოდეთ გამოიყენოთ ყველა შესაძლებლობა, მაგრამ ფრთხილად უნდა იყოთ სიტყვებთან მიმართებაში. მოერიდეთ თქვენი უნარების დაკნინებას ან იმის თქმას, რომ რამეს ცუდად აკეთებთ ან არ ცდილობთ.მსუბუქი თვითდამამცირებელი იუმორი შეიძლება კარგი იყოს ზოგიერთ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც მნიშვნელოვან მომენტებში, თვითირონია მოდის წინა პლანზე, ეს გაგრძნობინებთ, რომ ქმედ უუნარო ადამიანი ხართ.„არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე“ნორმალურია, რომ რაღაც არ იცით და შესანიშნავია, რომ ამის თქმა ღიად შეგიძლიათ. მაგრამ არ უნდა აჩვენოთ სხვა ადამიანებს, რომ არ გაინტერესებთ ახლის სწავლა ან უკეთესი შედეგების მიღება. ეს წარმოგაჩენთ, როგორც აპათიური ადამიანს, რომელსაც ნაკლებად აინტერესებს საკუთარი თავის განვითარება.