ვიდეოები

1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მაია კაჭკაჭიშვილი

ტაბლოიდი

სოციალური თემა

ჯარიმა

1709545140

„ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი“ – ვის და რა შემთხვევაში შეეხება ჯარიმები

კულტურული მემკვიდრეობის ზონაში უნებართვო მშენებლობაზე, სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვო წარმოებასა თუ კონსერვაციის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკვეთრად იზრდება. „სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“ ცვლილებებით იზრდება ჯარიმები, ასეთ ზონებში როგორც კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე, ასევე სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობებზე.კერძოდ, კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე: I კლასის მშენებლობისათვის ჯარიმა 8 000 ლარის ნაცვლად, იქნება 16 000 ლარი; II კლასის მშენებლობისთვის ჯარიმა სამმაგდება და 24 ათასი ლარი იქნება. III და IV კლასის შენობა-ნაგებობაზე განხორციელებული მშენებლობისათვის ჯარიმა ათმაგდება 20 000 ლარის ნაცვლად, იქნება 200 000 ლარი. უფრო მაღალია ჯარიმები სახელმწიფო ან მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე უნებართვო მშენებლობასა თუ სხვა სამუშაოებზე და ზოგ შემთხვევაში ჯარიმა 250 000 ლარსაც აღწევს.ცვლილება ეხება საკანონმდებლო დებულებებს, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 250 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების უნებართვოდ განხორციელება – 40 000 ლარის ოდენობით.კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში სანებართვო პირობების დარღვევით ნაწარმოები შენობა-ნაგებობის მშენებლობისათვის ჯარიმები შემდეგი სახით განისაზღვრა:– I კლასის შემთხვევაში ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– II კლასის შემთხვევაში ჯარიმა 4 000 ლარის ოდენობით რჩება უცვლელი;– III კლასის შემთხვევაში ჯარიმა 10 000 ლარის ნაცვლად, იქნება 30 000 ლარი;– IV კლასის შემთხვევაში ჯარიმა 15 000 ლარის ნაცვლად, იქნება 45 000 ლარი.იხვეწება საკანონმდებლო დებულებები, რომელთა მიხედვითაც, გარკვეულ შემთხვევაში კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სანებართვო პირობების დარღვევით სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება გამოიწვევს დაჯარიმებას 150 000 ლარის ოდენობით, ხოლო ანალოგიურ შემთხვევაში მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება – 20 000 ლარის ოდენობით.ცვლილება აგრეთვე შეეხება, კონსერვაციის მუხლსაც, კერძოდ მშენებლობის 6 თვეზე მეტი ვადით, კონსერვაციის წესის დარღვევით შეჩერება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში გამოიწვევს დაჯარიმებას:− I ან II კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 5 000 ლარის ოდენობით (რჩება უცვლელი);− III ან IV კლასის შენობა-ნაგებობის მშენებლობისას − 150 000 ლარის ოდენობით.− კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლზე სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელების კონსერვაციის წესის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას 200 000 ლარის ოდენობით, ხოლო მცირე სარეაბილიტაციო სამუშაოებისას – 25 000 ლარის ოდენობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

სხვა სიახლეები

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა

რეგიონი 1711609950

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნაგომარში სააღმზრდელო პროცესი ახლად რეაბილიტირებულ საბავშვო ბაღში განახლდა.35 ბავშვზე გათვლილი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი ურუშაძესთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით დარჩიასთან ერთად დაათვალიერა.„სოფელ ნაგომარში თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ბაღი გავხსენით, რომელიც აღჭურვილია ახალი ინვენტარით და ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადებული სათამაშოებით. გარდა სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებისა, ნაგომარში ხანძრის შედეგად განადგურებული ინფრასტრუქტურის - ამბულატორიისა და ადმინისტრაციული შენობის სრულ რეაბილიტაციას ვაკეთებთ; ამ სამუშაოებისთვის ჯამში 1 103 000 ლარი იხარჯება. ოზურგეთის სახელით, მადლობას ვუხდი საქართველოს მთავრობას, ასევე, იაპონიის მთავრობას ამ მნიშვნელოვანი პროექტების მხარდაჭერისთვის,“- აღნიშნა მერმა.

ზაალ ანჯაფარიძე

პოლიტიკა 1711609283

კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები - ზაალ ანჯაფარიძე

გვარამია-მელიას "ახალმა" აი ასეთი მდაბიო "სიახლეებით" დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა, - ასე ეხმიანება ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე, საქართველოს ნაკრების გამარჯვების შემდგომ რესპუბლიკის მოედანზე პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის გამოსვლის დროს ოპოზიციის მიერ დაორგანიზებულ პროტესტს.ანჯაფარიძის თქმით, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ნიკა მელია და ნიკა გვარამია თხემით ტერფამდე ნაცები არიან, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები.„გვარამია-მელიას "ახალმა" აი ასეთი მდაბიო "სიახლეებით" დაიწყო პოლიტიკური საქმიანობა.კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ ორივე არის თხემით ტერფამდე ნაცი, ხოლო მათი პარტიის "ახალი" წევრები ჩვეულებრივი ნაცზონდერები, განურჩევლად ასაკისაკიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ "არ გათეთრდების ყორანი რაც უნდა ხეხო ქვიშითა" და "ახალი ღვინო ძველ ტიკებში არ უნდა ჩაისხას"“,- წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

მაია კაჭკაჭიშვილი

faceამბები 1711608990

VIDEO: „ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია რომ იცოდეთ“ – აცეკვებული ბუდუ ზივზივაძე და კადრები წვეულებიდან

საბერძნეთთან გამართული მატჩისა და ისტორიული გამარჯვების მოპოვების შემდეგ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებმა ევროპის ჩემპიონატზე გასვლა ჯერ რესპუბლიკის მოედანზე იზეიმეს, შემდეგ კი წვეულებაზე.წვეულებაზე გადაღებულ ერთ-ერთ ვიდეოს სოციალურ ქსელში აქვეყნებს მომღერალი და კომპოზიტორი მაია კაჭკაჭიშვილი – კადრებში ჩანს, როგორ ცეკვავენ ფეხბურთელები ლელა წურწუმიას ჰიტზე – „ღამის სიჩუმე გაფანტე“, აღსანიშნავია, რომ სიმღერის ავტორი სწორედ მაია კაჭკაჭიშვილია:„ჩემს დაწერილ სიმღერაზეც ერთობა ნაკრები და როგორ მიხარია, რომ იცოდეთ“, – წერს კომპოზიტორი.

მოლდოველი კაცი

faceამბები 1711608141

„მოლდოველი კაცი დაჩოქილი ლოცულობს ქართველების გამარჯვებისთვის“ - რას წერს ფოტოს ავტორი

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალურ შეხვედრაში პენალტების სერიაში საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა.გამარჯვების წამებიდან ამ დრომდე არ წყდება გამოხმაურება სოციალურ ქსელში. ემოციის გამომხატველი უამრავი ვიდეო და ფოტო ვრცელდება, როგორც ქართველების, ასევე უცხოელების, რომლებიც საქარტველოს ნაკრებს გულშემატკივრობდნენ.ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტო, რომელიც იტალიაშია გადაღებული ისტორიული მატჩის დღეს:„საქართველოზე და ქართველებზე უზომოდ შეყვარებული, იტალიაში მცხოვრები მოლდოველი, ჩემი და უამრავი ქართველის მეგობარი, მედიცინის დოქტორი, ფლორენციაში ქართული ეკლესიის სტიქაროსანი სერგიო მოკანუ საქართველოს ნაკრების თერთმეტმეტრიანების დროს შვილთან ერთად მუხლებზე დამდგარი ლოცულობდა ჩვენ გუნდის გამარჯვებისთვის.მადლობა სერგი, ჩემო მეგობარო, გენაცვალე გულში!!!“,-წერს სოციალურ ქსელში ბადრი შერაზადიშვილი. 

 მერაბ დვალიშვილი

სპორტი 1711607221

სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება - მერაბ დვალიშვილი

ესპანეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა სერხიო რამოსმა მერაბ დვალიშვილს საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვება საბერძნეთთან პირადად მიულოცა. ამის შესახებ UFC-ის ქართველი მებრძოლი სოციალურ ქსელში წერს.„სერხიო რამოსმა მომილოცა ჩვენი ნაკრების გამარჯვება ინსტაგრამის სთორიზე“, - წერს დვალიშვილი.26 მარტს საქართველოს ნაკრებმა საბერძნეთის ნაკრები დაამარცხა და პირველად ისტორიაში ევროპის ჩემპიონატზე გავიდა. https://primetime.ge/admin/news/publish/100753?slide-time=-1&device=desktop