„დიახ, მე ალკოჰოლზე დამოკიდებული ვარ!“ - ბრედ პიტის გულწრფელი აღიარება

14:58 09-05-2019
2089

ბრედ პიტმა ერთ-ერთ ინტერვიუში აღიარა, რომ დიდი ხანია ალკოჰოლზე დამოკიდებულია.

მსახიობმა გულწრფელად განაცხადა, რომ ის საერთოდ არ არის იდეალური ადამიანი.

width=600

55 წლის ჰოლივუდი მსახიობმა, „The New York Times“– თან ინტერვიუში,  განაცხადა, რომ მან პირად მკურნალობას, მას შემდეგ მიმართა, რაც ანჯელინა ჯოლიმ 2016 წლის სექტემბერში განქორწინება მოსთხოვა.

„thehollywoodgossip“- ის წყაროს ცნობით, ბრედმა აღიარა, რომ წელიწადნახევრის განმავლობაში, ალკოჰოლიკების ანონიმური სიაში შედიოდა. მსახიობმა აღიარა, რომ სწორედ ეს ჩვევა გახდა ანჯელინა ჯოლისთან განქორწინების მიზეზი. ახლა კი პიტი ადასტურებს, რომ სპირტიან სასმელებზე უარი თქვა.

”საქმეები, რამდენიმე ხნით გადავდე, ასე რომ, მე სასმელის პრივილეგიები შეძლებისდაგვარად „გავაქრე“. ყველა ეს ადამიანი იყო უსაქმური, მაგრამ ღია და გულწრფელი, რაც არასდროს მინახავს. ეს იყო უსაფრთხო ადგილი, სადაც განაჩენს არ გამოგიტანდნენ და, შესაბამისად, შევძელი საკუთარი თავის თავად განსჯა,“ - ამბობს ბრედი.  

width=600

გასაგებად რომ ვთქვათ, პიტი ამ ინტერვიუში არასოდეს იყენებს სიტყვა - ალკოჰოლს.  მაგრამ წარმოუდგენელი იყო, რომ ასეთ სერიოზულ პრობლემას აღიარებდა.

მიუხედავად მისი პოპულარობისა, პიტმა გაზეთს განუცხადა, რომ ჯგუფის არც ერთ წევრს, არ გაუვრცელებია მისი ამბავი ტაბლოიდებზე.

”სინამდვილეში, მე სრული თავისუფალება მქონდა, საკუთარი თავის „მახინჯი“ მხარის გასამჟღავნებლად, ამას ჩემთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა,” - ამბობს მსახიობი.

width=600

რამდენიმე წლის წინ, ჯოლისთან განქორწინების შემდეგ, რამდენიმე კვირაში, ჭორები გავრცელდა, მის მიერ ფსიქოტროპული ნივთიერებების ბოროტად გამოყენების შესახებ.

მას ბრალად ედებოდა უფროს შვილთან, ფიზიკური ვარჯიშების ჩატარება, პირადი თვითმფრინავით, რადგან ის სავარაუდოდ, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.

როდესაც „FBI“- მ ეს დანაშაული შეისწავლა, პიტს, დანაშაული არ დაუმტკიცდა.  2017 წლის მაისში კი, ვარსკვლავმა ღიად დაიწყო ლაპარაკი, რომ ის, საკმაოდ ბევრს სვამდა.

”ძალიან ბევრს ვსვამდი, მხოლოდ ეს იყო ჩემი ძირითადი პრობლემა. ამ ეტაპზე, ძალიან ბედნიერი ვარ - უკვე ექვსი თვე გავიდა, რაც ძალიან მწარე გასახსენებელია, მაგრამ ისევ დამიბრუნდა გრძნობები.”

მსახიობმა ხუმრობით თქვა, თუმც სინამდვილეში ეს არ იყო ხუმრობა - რომ წინა ინტერვიუს დროს, ის ნამდვილი პროფესიონალი იყო.

„Times“- თან ინტერვიუში, პიტმა ასევე აღიარა, რომ მან ბევრი რამ გაიარა ოჯახთან ერთად, მაგრამ ცუდად, არასდროს უხსენებია ჯოლის სახელი.

”ფაქტია, რომ ჩვენ ყველამ ერთად დიდი ტკივილი, მწუხარება და ზარალი ვნახეთ. დროის უმეტეს ნაწილს ვმალავდით, მაგრამ ეს ხომ აქ არის, ჩვენშია, ”- განმარტავს ის.

width=600

პიტმა და ჯოლიმ საპროცესო შეთანხმებას, 2018 წლის ბოლოს, სასამართლო პროცესის დიდი ხნნის განხილვის შემდეგ მიაღწიეს.

მიუხედავად იმისა, რომ ორივეს აქვთ შვილების ერთობლივი ფიზიკური და იურიდიული მეურვეობა, მათ უფროს ვაჟს - მედოქსს, ასაკიდან გამომდინარე,  უფლება აქვს მიიღოს საკუთარი გადაწყვეტილება,“- განაცხადა ბრედმა ერთ-ერთი ინტერვიუს დროს.

სანდო წყაროს თქმით, პიტი იშვიათად ხედავს ექვსი შვილიდან რომელიმეს, მაგრამ შესაძლოა, ეს შეიცვალოს მის ახალ პერსპექტივასთან ერთად.

”90-იან წლებში ძალიან მომაბეზრებელი ვიყავი, მუდამ მოლოდინისა და განსჯის რეჟიმში ვიყავი, ”- აღიარებს ბრედი.

პიტი აფასებს დაუცველობის საჭიროებას და საკუთარი სისუსტეების დადგენას.

”მადლობელი ვარ, რომ უნებურად ასეთი აქცენტი გაკეთდა, საკუთარი თავის დაცვის უნარზე, თავმდაბლობაზე, მაგრამ რაც არ მაკმაყოფილებს, ეს საკუთარი თავის ინვენტარიზაციაა,” -ამბობს ვარსკვლავი.

”ეს, დანარჩენ „სუსტ“ მხარეებზე, თითქმის უარის თქმაა და საკუთარ თავში ეჭვი გეპარება, მაშინაც კი, თუ ეს ადამიანური რამ არის, რასაც ყველა განვიცდით. რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ ვერ შეძლებთ საკუთარი თავის ამოცნობას, სანამ არ გამოცდით ამ სიტუაციას,” - აღიარებს ვარსკვლავი.

მშვენიერია, ეს ყველაფერი - მაგრამ ბრედი, ჯენიფერ ენისტონს დაბრუნდება თუ ანჯელინა ჯოლის, ჯერჯერობით უცნობია. 

ავტორი: რუსა ღვანიძე