აფხაზეთში სამხედრო წვრთნები ჩატარდა

12:29 09-05-2019
15

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში დისლოცირებული რუსული ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს წვრთნები ჩაუტარდათ. ინფორმაციას ამის შესახებ სამხრეთის სამხედრო ოლქის პრესსამსახური ავრცელებს.

ნაღვალოუს პოლიგონზე ჩატარებულ ღონისძიებაში სამხრეთის სამხედრო ოლქის გაერთიანების მებრძოლებმა ორმხრივი ტაქტიკური სწავლება გაიარეს და საბრძოლო სროლა გამართეს.

სწავლებაში 500 სამხედრო მოსამსახურე და 100 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული.

 

ავტორი: თეა შონია